ტყეში გაჩენილი ხანძარი წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიასთან გამანაწილებელ ქვესადგურს უახლოვდება – უახლოესი კერა ქვესადგურიდან რამდენიმე ათეულ მეტრშია, არსებობს ტრანსფორმატორის აფეთქების საფრთხე – ქვესადგური გამანაწილებელი ობიექტია და ახლომდებარე სოფლებს ელექტროენერგიით ამარაგებს.
სტიქიის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, თუმცა ხანძრსაწინააღმდეგო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.
ლიაში, ძირითადად, ტყის მასივის ქვედა ზოლზე, გამხმარი ბალახი და ეკალ-ბარდები იწვის, თუმცა, დასახლებულ პუნქტში ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან სოფლის დასახლებული ნაწილი ხანძრის კერებიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.
შეგახსენებთ, 7 იანვრის დილის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით ხანძრის სულ 9 კერა იყო, რომელთა ჩასაქრობადაც აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
Mtavari.tv









