მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მას აღნიშნულ პოზიციაზე დიმიტრი შაშკინი ჩაანაცვლებს, “ფეისბუქით” ეხმაურება.
“მეგობრებო, ყველას რომ ცალცალკე არ გავცე პასუხი, აქ დავწერ:
იმას რომ თავი დავანებოთ, რომ სრული აბსურდია, არსად წასვლას არ ვაპირებ და თან ეს ინფორმაცია ცალსახად გამიზნულია ჩვენი არხის შიგნით არაჯანსაღი გარემოს შექმნისთვის, მინდა დავამშვიდო ყველა – მტერიც და მოყვარეც – სუფთა ტექნიკურადაც წილების კომპოზიციის და წესდების გათვალისწინებით, ჩემი გათავისუფლება ჩემივე თანხმობის გარეშე, შეუძლებელია.
ასე რომ, ტყუილად სულელურ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებთ ნურც საკუთარ თავს და ნურც სხვას ჩააგდებთ უხერხულ მდგომარეობაში” – წერს ნიკა გვარამია.