ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური რეიდის დროს, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN-ი ბრაზილიის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
- ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულთა შორის ოთხი ბრაზილიელი პოლიციელია.
რიო-დე-ჟანეიროს შტატის გუბერნატორმა კლაუდიო კასტრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეიდის დროს პოლიციამ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ოპერაციის დროს სულ მცირე 42 შაშხანა ამოიღეს.


პოლიციის რეიდები ქალაქში საერთაშორისო ღონისძიებების წინ ხშირია, მომავალ კვირას კი რიომ კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან კონფერენციას, C40-ის მსოფლიო მერების სამიტს უნდა უმასპინძლოს.










