უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. არსეტოვიჩმა Interfax უკრაინას უთხრა: “დიახ მე ვიყრი კენჭს”.
არესტოვიჩმა ასევე დაადასტურა, რომ წინადადებები უკრაინაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მან ოთხშაბათ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, მისი საარჩევნო პროგრამაა
“სპეციალისტები დაასრულებენ, დისკუსიის დასაწყებად გამოვაქვეყნე. წინააღმდეგობები, მოსაზრებები, რჩევები, კრიტიკა მისასალმებელია”, – ამბობს არესტოვიჩი.










