“რიკოთის მონაკვეთი მიეკუთვნება ძირულას მასივს. ძირულა არის ყველაზე ძველი ქანები ამიერკავკასიაში. 600 მილიონი წლისაა აპალაჩებზე ძველია. აპალაჩებისგან განსხვავებით, ეს გადაძველებული, მეტამორფული ქანები, დამატებით კიდევ განიცდის აქტიურ დეფორმაციას, დანაოჭებას, აზევებას! აშლილია ქანებიო დასკვნებში, მაგიტომ წერენ. არა, სად ეტენებოდოთ ამ მიწის ჩიჩქვნით ერთი გამაგებინეთ რა! დასკვნა, ის ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო რას აკეთებდა. რის შესახებაც ადრეც გაგვაფრთხილეს.
თვითსტაბილიზაციისკენ მიდის ახლა სისტემა, თქვენ ჭკუაზე არ გაიაროს რა.”-წერს თეა გოდოლაძე და რიკოტზე მიმდინარე მოვლენესბ ეხმაურება. შეგახსენებთ რომ რიკოთი კვლავ ჩაკეტილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით ამის მიზეზი ქვათაცვენაა.
„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”
„არის ქსელები, რომლებშიც სერვისის ხარჯზე აქვთ საშუალება, დაბალი ფასი დაადონ პროდუქციას“, - ამის შესახებ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი...










