დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს.
NCDC-ში აცხადებენ, რომ ვაქცინის გარეშე არავინ დარჩება და “ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზას ყველა მიიღებს.
“ვაქცინასთან მოხსენიებული “დანაკარგი” არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია. რას ნიშნავს ეს?
მრავალდოზიანი შეფუთვის მქონე ვაქცინებზე, მაგალითადად, ასტრაზენეკას შემთხვევაში, ეს საკმაოდ მარტივი ასახსნელია – ერთი ფლაკონი 10 ადამიანის ასაცრელ დოზას შეიცავს და ზუსტად ეს რაოდენობა მსურველებისა თუ არ შეიკრიბა, გახსნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დარჩენილ დოზებს “დანაკარგი” ეწოდება. არავინ დარჩება ვაქცინის გარეშე. ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირველი დოზა ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა შესაძლებლობა ექნება პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში მეორე დოზა ასტრაზენეკა გაიკეთოს”, – აცხადებენ NCDC-ში.










