“თუ ევროპა არ იქნება არაფერი არ იქნება” – ასე მიმართავს ფილოსოფოსი, ლევან ბერძენიშვილი ახალგაზრდებს.
მისი თქმით, როცა ტერაქტები და შავი დღეები იყო ამერიკაში ისინი არ ამბობდნენ ამერიკაზე ამდენ ცუდს, რასაცეს [ოცნებიდან წასული] ოთხეული კადრულობს.
“ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, ეს ასე ვერ გაგრძელდება, ყველაფერი დაიკარგება, არაფერი არ იქნება, ვერ ისწავლი, ვერ იმუშავებ… ევროპამ იცის რა უნდა გაკეთდეს, ევროპა ამიტომ არის მოწინავე და კარგი. მას გამოცდილებაში აქვს ის, რაც ჩვენ გენატრება. ეს ხელისუფლება ღიად ამბობს ,რომ ანტიევროპულია, ხუნდაძე ანტიამერიკული ვარსკვლავი გახდა, ვფიქრობ, როცა ტერაქტები და შავი დღეები იყო ამერიკაში ისინი არ ამბობდნენ ამერიკაზე ამდენ ცუდს, რასაც კადრულობს ეს ოთხეული, რომელიც დიდი შემადგენელის ნაწილია.” – განაცხადა “მთავარი არხის” ეთერში ლევან ბერძენიშვილმა.