არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოფელ თამარაშენთან რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, უკვე თავისუფლები არიან.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
„ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადეს სუს-ში.
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.