გურჯაანის მუნიციპალიტეტში 13 წლის არასრულწლოვანმა სამეურნეო დანიშნულების მსხვილგაბარიტიანი მანქანა მოიპარა. ქურდობის ფაქტი, სოფელ კოლაგში ღამით მოხდა, როცა მანქანა მესაკუთრის საცხოვრებელ სახლთან იყო გაჩერებული.
ავტომობილს მფლობელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და ვენახში გადაადგილებისთვის იყენებდა.
მანქანის მფლობელმა ფაქტის შესახებ მაშინ გაიგო, როცა მობილურ ტელეფონზე საჯარიმო შეტყობინება მიუვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.ქურდობაში მხილებული პირი არასრულწლოვანია და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება, ამიტომ სამართალდამცველები საქმეს მშობლების, ან კანონიერი წარმომადგენლის ზედამხედველობით აგრძელებენ.










