LIVE TV
პარასკევი, იანვარი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში იმყოფებოდა გიგა ავალიანთან ” – პროკურორი

დაპოსტა 2026/01/21-ში
572
ნახვა
გაზიარება

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში იმყოფებოდა გიგა ავალიანთან და დანაშაულის ჩადენაში სხვა არასრულწლოვანებს ეხმარებოდა,- ამის შესახებ მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის, დემეტრე ჩიქოვანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა.

მისი თქმით, გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიებაც, რაც ორივე ბრალდებულის მიმართ უცვლელი დარჩა.

„ბრალდების მხარის მიერ შეკრებილია და სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში ნამდვილად იმყოფებოდა გიგა ავალიანთან და დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა სხვა არასრულწლოვანებს. მათ რამდენიმე დღის შემდეგ ნამდვილად განახორციელეს თავდასხმა დაზარალებულზე და შესაბამისად მას მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა მტკიცებულებების დასაშვებობების საკითხი, წინასასამართლო სხდომა ჰქვია ამ ეტაპს. შესაბამისად, ბრალდების მხარის მხარის მტკიცებულებებმა გაიარა დასაშვებობის კონტროლი. აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა დღევანდელ სხდომაზე, რაც ორივე ბრალდებულის მიმართ დარჩა უცვლელი“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

გაზიარება229

დაკავშირებული -პოსტები

Picot-ის ბავშვთა კვების რამდენიმე პარტიას ამოიღებენ – დისტრიბუტორი დაჯარიმდა

იანვარი 23, 2026
6
მთავარი

ფრანგულმა მწარმოებელმა „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS), Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების რამდენიმე პარტიაში ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმის...

დაწვრილებითDetails

ტროტუარზე დგომისთვის 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

იანვარი 23, 2026
7
მთავარი

ტროტუარზე დგომისთვის ლუკა ნაგლიაშვილს, მიხეილ ზაქარეიშვილს, სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას 4 და 5 დღით პატიმრობა შეეფარდათ.  აქციის მონაწილე ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ,...

დაწვრილებითDetails

რუსული სიმღერის გამო მომხდარი ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორი პირს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

იანვარი 23, 2026
16
მთავარი

ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს მიხეილ გიგაურს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორ პირს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. საქმე ეხება ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობით...

დაწვრილებითDetails

ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში

იანვარი 23, 2026
75
მთავარი

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა. „ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში“ – წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო...

დაწვრილებითDetails

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა – გიორგი ვაშაძე

იანვარი 23, 2026
12
მთავარი

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნულით ის, პრემიერის, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში განზრახ მკვლელობისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

იანვარი 23, 2026
12
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.გ. დააკავეს, რომელიც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით,...

დაწვრილებითDetails

“სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო” – გიორგი ვაშაძე

იანვარი 23, 2026
25
მთავარი

სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ...

დაწვრილებითDetails

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

იანვარი 23, 2026
44
მთავარი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. გიორგი ვაშაძეს ციხესთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

იანვარი 23, 2026
39
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ირანის მოქალაქე - 1981 წელს...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

იანვარი 23, 2026
40
ამინდი

23 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.   წვიმიანი ამინდია ოზურგეთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +10...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».