LIVE TV
სამშაბათი, ოქტომბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს, ასევე აუდიტის სამსახურს „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ

დაპოსტა 2020/10/02-ში
181
ნახვა
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს, ასევე აუდიტის სამსახურს „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ „დოსიეს“ მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ

 

საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ, „დოსიე“, რომლის მიზანიც კრემლის კრიმინალური ჯგუფების მხილებაა, 24 და 31 აგვისტოს ორი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი. „დოსიეს“ მტკიცებით, ანგარიშები, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის, ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან მოპოვებულ დოკუმენტებს ეფუძნება და მათში კრემლთან დაახლოებული ის ქსელია გამოაშკარავებული, რომელიც „პატრიოტთა ალიანსთან“ ურთიერთობებს კურირებს.

„დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში, სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებებიც იკვეთება (სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და 319-ე (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლები):

• „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიას კოორდინირებას მოსკოვიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწევს. „დოსიეს“ ინფორმაციითვე, ჩერნოვის სამმართველოში წამყვანი თანამდებობები უსაფრთხოების სამსახურების ყოფილ თანამშრომლებს უკავიათ. „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნოდ რუსეთისგან საკმაოდ სოლიდური დაფინანსება მოითხოვა (8 430 625 აშშ დოლარი). ანგარიშის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანიისთვის ჩერნოვის ოფისმა კრემლთან დაახლოებული საარჩევნო ექსპერტი, სერგეი მიხეევი დაიქირავა, რომელსაც ჩერნოვის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი, ვალერი ჩერნიშოვი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი, ვალერი მაქსიმოვი ხელმძღვანელობენ.

• რუსმა კონსულტანტებმა „პატრიოტთა ალიანსისგან“ ქართველი ამომრჩევლების მონაცემები მოითხოვეს (მოთხოვნილ მონაცემებში შედის ამომრჩეველთა პირადი მონაცემები, მისამართები და მათ სახლებში არსებული სადარბაზოებისა და სართულების რაოდენობა) და პარტიისგან ამ მონაცემების გადაცემის პირობა მიიღეს.

საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს გამოქვეყნებულ მასალებზე ამ დრომდე, არათუ საგამოძიებო მოქმედებები არ დაუწყიათ, არამედ ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ. ერთადერთი რეაგირება ამ საკითხზე, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ელენე ხოშტარიას წერილზე, რომელშიც ის „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან შესაძლო დაფინანსების გამოძიებას ითხოვდა, პროკურატურის ფორმალური პასუხი გახლდათ. პასუხის თანახმად, პროკურატურამ აღნიშნული მოთხოვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, როგორც პოლიტიკური პარტიების ფინანსურ-სამართლებრივ საკითხებზე პასუხისმგებელ ორგანოსთან, გადაამისამართა.

მიგვაჩნია, რომ „დოსიეს“ გამოქვეყნებული ანგარიშების გამოძიების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა და მისი მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჭრილში განხილვა არ არის საკმარისი, რადგან კვლევაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შესაძლოა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის ნიშნები იკვეთებოდეს.

შესაბამისად, მივმართავთ ყველა პასუხისმგებელ ინსტიტუტსა და უწყებას, რომ „დოსიეს“ გამოქვეყნებულ ანგარიშებს მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ. მოვუწოდებთ:

საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს: საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაცია და გამოქვეყნებული მასალები, სამართალდამცავ უწყებებს აძლევს საფუძველს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, „გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში“), ჩაატარონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ვინაიდან „დოსიეს“ გამოქვეყნებული ანგარიშები შეიცავს შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მოვუწოდებთ პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ფუნქცია, დაიწყონ გამოძიება გამოქვეყნებული ფაქტების ავთენტურობის დასადგენად და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო დანაშაულის გამოსავლენად.

საქართველოს პარლამენტს: პარლამენტს საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, გააჩნია ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქცია და ინსტრუმენტები. სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ და ჰიბრიდულ საკითხებზე პარლამენტი უნდა იყოს ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სხვა უწყებების საქმიანობასაც. პარლამენტის დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული ანგარიშის მიხედვით, პარლამენტმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებულ თემატურ საკითხებზე, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების ჩართულობით, განხილვები უნდა გამართოს. საკითხის მასშტაბისა და რელევანტურობის გათვალისწინებით, განხილვებმა, შესაძლოა, მიიღოს უფრო სიღრმისეული სახე და გადაკეთდეს საგამოძიებო კომისიად. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების და საგამოძიებო სამსახურების მხრიდან „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებზე რეაგირების არქონის პირობებში, მოვუწოდებთ პარლამენტს, შეასრულოს მისი საზედამხედველო ფუნქცია და საკითხის შესასწავლად გამოიყენოს მის ხელთ არსებული საპარლამენტო მექანიზმები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს: მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურმა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის მოკვლევას პრიორიტეტი მიანიჭოს და შედეგები არჩევნებამდე გაასაჯაროვოს, რათა ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი მხრივ, დროულად მოხდეს შესაბამისი სანქციების დაკისრება და, მეორე მხრივ, ამომრჩეველს მიეცეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება.

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
რონდელის ფონდი (GFSIS)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
სამოქალაქო იდეა
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRDIC)
საფარი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

გაზიარება72

დაკავშირებული -პოსტები

“რუსეთის საომარი ეკონომიკა უკვე დასუსტებულია და უფრო დავასუსტებთ ” – კაია კალასი

ოქტომბერი 13, 2025
16
მთავარი

მალე რუსეთის ენერგეტიკული, ფინანსური და სავაჭრო შემოსავლების წინააღმდეგ ახალ ზომებს მივიღებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან...

დაწვრილებითDetails

“ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით” – ირაკლი ფავლენიშვილი

ოქტომბერი 13, 2025
8
მთავარი

ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა კონსტიტუციური პრინციპები, ქვეყნის კურსი და ამყარებს ავტორიტარულ, დიქტატორულ რეჟიმს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი არის დაკავებული არა მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

“ვერავის დავაძალებთ, გინდა თუ არა ხვალ გამეცი პასუხი” – მიხეილ ყაველაშვილი

ოქტომბერი 11, 2025
52
მთავარი

შესაძლებელია უკვე მოხდეს ჩვენი ურთიერთობების განახლება ახალი ფურცლიდან, არაფერი ზედმეტი - მისგან იყო პასუხი, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას, ვერავის დავაძალებთ, გინდა თუ არა ხვალ გამეცი პასუხი, ჩვენ არ ვართ ასეთი...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო ჩვენს ქვეყანაში”- გია ვოლსკი

ოქტომბერი 9, 2025
21
მთავარი

საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება იმ ინტერესებს, პოლიტიკას, სტრატეგიას და ხედვას, რომელიც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის...

დაწვრილებითDetails

“შედგა რამდენიმე ათასი ადამიანის სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი” – შალვა პაპუაშვილი

ოქტომბერი 8, 2025
44
მთავარი

ყველამ ყველაფერი იცოდა. იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და რომ ოთხშივე უნდა დაემთავრებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ყველამ კარგად იცოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

“„მიმინოში“ პერსონაჟი ჭაღს გააფუჭებს და რომ კითხავენ, როგორ გააფუჭეო, სკამით გავედე შემთხვევითო – აი, ასე დაინგრა თქვენი ჯებირიც ” – კობახიძე

ოქტომბერი 8, 2025
27
მთავარი

„მიმინო“ არის ასეთი კინო-ფილმი და იქ, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდია- ჭაღს გააფუჭებს პერსონაჟი, როგორ გააფუჭეო, რომ ეკითხებიან, სკამით გავედე შემთხვევითო. აი, ასე დაინგრა თქვენი ჯებირიც. რასაც მიაწვენ ის ჩამოვარდა. ჭიშკარს რომ მისწოლოდნენ...

დაწვრილებითDetails

“ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია” – ირაკლი კობახიძე

ოქტომბერი 8, 2025
18
მთავარი

არის ევროპარლამენტის მიერ ოფიციალურად დანიშნული პირი საქართველოს საკითხებზე მომხსენებლად, ქალბატონი იუკნევიჩიანე და ის პირდაპირ ოპერატიულ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას - ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

ნიკა მელია ციხიდან წერილს ავრცელებს

ოქტომბერი 7, 2025
383
მთავარი

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია, საპატიმროდან წერილს ავრცელებს და ოთხ ოქტომბერს თბილისში  განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც ის წერს, ვართ გრძელვადიან ბრძოლაში, ამიტომ ყოველი გაუთვლელი ნაბიჯი, ყოველი ატროკება და აჩქარება ცვლილებებს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან მძიმეა, როდესაც ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში” – თინა ბოკუჩავა

ოქტომბერი 7, 2025
30
მთავარი

ძალიან მძიმეა, როდესაც ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში. ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ თვალსაზრისით პატრონსაც კი გაასწრო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

“ორგანიზატორების ოჯახის წევრები საუბრობდნენ ღალატზე” – ლევან სანიკიძე

ოქტომბერი 7, 2025
53
მთავარი

ორგანიზატორები ფლობდნენ გეგმას. მათი ოჯახის წევრები ღიად საუბრობდნენ ღალატზე. მნიშვნელოვანია, რომ მათი მხრიდან განმარტება მოხდეს, რა ღალატს ჰქონდა ადგილი, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბოლოს გეგმას გადაუხვიეს, - ამის შესახებ „ერთიანი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».