LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ხელისუფულებამ 20 ივნისს გადამეტებული ძალა გამოიყენა – NDI

არასამთავრობო ორგანიზაციები 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებულებთა დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ

დაპოსტა 2019/11/05-ში
A A
286
ნახვა
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მიმართავენ, 20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულები დაზარალებულად ცნოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც არასამთავრობოები ასევე ითხოვენ, საქმეზე სწრაფი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას.

„ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 პირი დაზარალდა, მათ შორის – 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა, ასევე, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა დაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 4 სამოქალაქო პირს აქვს მინიჭებული. სხვა პირებთან ერთად, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, უარი უთხრა მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს, რომლებმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად დაკარგეს თვალი. დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული ჟურნალისტებს, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს, მაგალითად, თამარ ბაღაშვილს, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს არც ირაკლი ხვადაგიანს, რომელმაც დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

პარალელურად, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 67 თანამშრომელი დაზარალებულად არის ცნობილი.

პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი. ერთის მხრივ, პროკურატურა ადასტურებს, რომ ,,მითითებულმა პირებმა დაზიანება 20-21 ივნისს, საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას მიიღეს და საქმეზე მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია/ინფორმაცია ადასტურებს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს“, თუმცა, ამას არ მიიჩნევს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისათვის საკმარის საფუძვლად და ელოდება ექსპერტიზის შედეგებს. პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, მნიშვნელოვანია ექსპერტიზამ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და მექანიზმი, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების კონკრეტული ვითარება და საფუძვლები. დაზარალებულ 16 პირს სტატუსის მინიჭებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომაც უარი უთხრა. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით არ დგინდება, რომ ჩადენილია დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი. მაკო გომურისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ ,,სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. შესაბამისად, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. კანონმდებლობა თუ შეიცვლება ამ მიმართულებით, მაშინ მას მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მას ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი, აქედან გამომდინარე მას არ აქვს ეს სტატუსი“.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არსებული კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს. დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი. შესაბამისად, როდესაც დგინდება, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია რაიმე ტიპის ზიანი, პროკურორი ვალდებულია პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, უკვე იდენტიფიცირებულია თუ არა ის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. 20-21 ივნისის საქმეებზე ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები რეზინის ტყვიის უკანონო გამოყენების შედეგად მიიღეს, მათ შორის, რეზინის ტყვიები გამოყენებული იყო ჟურნალისტების მისამართით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად იყვნენ. დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები მაშინ მიიღეს, როდესაც ისინი პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა შეიცავს დანაშაულის აშკარა ნიშნებს.

სასამართლოსა და პროკურატურის მოქმედებები ადასტურებს, რომ სახელმწიფოს არ სურს აღიაროს ის ზიანი, რაც სამართალდამცავთა მხრიდან 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად სამოქალაქო პირებს, მათ შორის, ჟურნალისტებს მიადგათ, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების მიმდინარეობის მთლიან პროცესს. გამოძიების პროცესში დაზარალებულის სტატუსს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა არ აქვს და დაზარალებულად ცნობით პირს ეძლევა საქმის მასალებზე წვდომა. აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში, ასევე წარმოადგენს ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას. მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით,

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას – დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი ყველა იმ პირს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად სამართალდამცავთა ქმედებების შედეგად დაზიანდნენ; მიმდინარე საქმეზე დროულად ჩატარდეს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პერიოდულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI); ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საზოგადოება და ბანკები; მედიის განვითარების ფონდი (MDF); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება(ISFED); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); მწვანე ალტერნატივა და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

თეგები: 20 ივნისიგავრილოვის ღამედაზარალებულებიპროკურატურა
გაზიარება119

დაკავშირებული -პოსტები

“შიდა გამოცდები გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა” – რა ხდება ქუთაისის 36-ე სკოლაში

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
“შიდა გამოცდები გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა” – რა ხდება ქუთაისის 36-ე სკოლაში
მთავარი

შიდა გამოცდები და მისი სისტემა, სამწუხაროდ გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა - ამის შესახებ N36-ე საჯარო სკოლის მშობლები "მეგა ტვ"-სთვის მოწერილ წერილში წერენ და განათლების სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი, 23 წლის ლევან ღვინიაშვილი, თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცის ცხედარი, 1 აპრილს დილით, სახლის დიასახლისმა საწოლში ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახა. ადგილობრივების...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა...

დაწვრილებითDetails

ხონელი თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე იასპარეზებს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
ხონელი თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე იასპარეზებს
მთავარი

ქართული ნიჭი საერთაშორისო ასპარეზზე – თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე იასპარეზებს საქართველოს კიდევ ერთი წარმატებული წარმომადგენელი საერთაშორისო ტექნოლოგიურ ასპარეზზე მიემგზავრება. ხონელი თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე საქართველოს ეროვნული...

დაწვრილებითDetails

ბაღდათში, მაშველებმა მდინარეში ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში, მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ დიმში მცხოვრები, დაახლოებით, 50 წლამდე ასაკის ქალი ხიდიდან მდინარე ხანისწყალში გადახტა და დაიღუპა. სოფელში მერის...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
მოსალოდნელი ამინდის შესახებ  გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
ამინდი

2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.   მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მზეა....

დაწვრილებითDetails

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   სარისკო საქმეებისგან თავი შეიკავეთ, საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ უფრო გამოცდილ პროფესიონალებს, ეს სასიკეთო იქნება თქვენთვის.   კურო   დიდი ალბათობით, დღეს, წარმატებით შეძლებთ თქვენი გეგმების განხორციელებას და შესაძლოა, კარიერულადაც...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
“მოსალოდნელია წვიმა და თოვლი” – ამინდის პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ზოგან...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს  უწყვეტ რეჟიმში ატარებენ. სამართალდამცავების მიერ,  ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"