ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოთ მგზავრობაზე საჯარიმო სანქციები ამოქმედდა. ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსის მოადგილის თქმით 23 იანვრიდან დღემდე 300-ზე მეტი ჯარიმაა დაწერილი უბილეთობაზე:
“23 იანვიდან ამოქმედდა საჯარიმო სანქციები , მანამდე კი ვაწვდიდით მოქალაქეებს ინფორმაციას, რომ უბილეთო მგზავრობა დაჯარიმებადი იყო . 23-დან უკვე დავიწყეთ უბილეთო მგზავრების გამოვლენა-დაჯარიმება დღეის მოდგომარეობით 300-ზე მეტი ჯარიმაა დაწერილი უბილეთობაზე.
მინდა კიდევ ერთხელ გავინმეორო არავის დაჯარიმების მომხრე არა ვართ ჩვენ . არის გავრცელებული შეხედულება, რომ მე ხომ არა ჩავსულვარ ავტობუსიდან ჩასვლის დროს გადავიხდი , ზოგადად კანონი ითვალისწინებს, რომ ასვლის თანავე თუ მგზავრია არ გადაიხდის ღირებულებას და კონტროლიორი მგზავრობის პროცესში მას დააფიქსირებს უბილეთოთ უკვე ეს დაჯარიმებადია , ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება მოსახლეობისადმი რომ ასვლისთანავე გადაიხადონ , რათა არ შეიქმნას უხერხული სიტუაცია , არავის არ უხარია არავის დაჯარიმება, ამით არავინაა გახარებული . კონტროლიორებს ავალდებულებთ კანონი, სამსახური ასე, რომ კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას , რომ ასვლის თანავე გადაიხადონ მგზავრობის ღირებულება .
რაც შეეხება ჯარიმის გადახდის წეს- 30 კალენდარული დღე ეძლევა ჯარიმის გადახდისათის მოქალაქეს, ამ პერიოდში გადაუხდელობის შემთხვევაში კი ეკისრება საურავი ჯარიმის ღირებულების ორმაგი ოდენობით . ჯარიმა არის 20 ლარი , საურავი კი შეადგენს 40 ლარს და არ გადახდის შემთხვევაში (ჯარიმისა და შემდგომ საურავის) მისი მონაცემები გადაეგზავნება აღსრულების ბიუროს. “-აცახდებს ირაკლი ცხვედიანი ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსის მოადგილე