ბოლო პერიოდის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულების დღიურმა რაოდენობამ პირველად მიაღწია სამნიშნა მაჩვენებელს – გამოვლინდა 1200-მდე ახალი ფაქტი. გარდაიცვალა 22 პაციენტი.
ერთ დღეში მკვეთრად შეცვლილ სტატისტიკას ეპიდემიოლოგები ახალი შტამების სწრაფი გავრცელებით ხსნიან. მედიკოსები საზოგადოებას არსებული რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
“ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ახალი შტამები ხასიათდებიან უფრო მაღალი გადამდებობით და გავრცელებით, რა თქმა უნდა ის დადასტურებული შემთხვევების მატების რისკს გაზრდის. რეგულაციების მოხსნაც გარკვეულწილად რისკის შემცველია,” – აცხადებს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე.
ექიმი მაკა ბულეიშვილი შემოდგომაზე ეპიდსიტუაციის გართულებას არ გამორიცხავს:
“ქვეყანაში ინდური შტამის 27 დადასტურებული შემთხვევაა. მეტი კონტაქტების სეზონში ვართ შესული. სწრაფად ჩაივლის ზაფხული და არაა გამორიცხული შემოდგომაზე არასახარბიელო მდგომარეობა დაგვიდგეს,”- განაცხადა ექიმმა მაკა ბულეიშვილმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას.
Rustsvi2.ge










