LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად

დაპოსტა 2026/03/30-ში
A A
23
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ტერიტორიაზე აპრილში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მარტთან შედარებით საშუალოდ 4-6° C-ით მაღალია. მისი მნიშვნელობა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +13, +15°, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +14°, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +9, +12°, დასავლეთ საქართველოს  მაღალმთიან ზონაში  +7, +9, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში  +3, +6° -ს შეადგენს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +17, +20°  და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +19° –ის ფარგლებშია. საქართველოს მთიან ზოლში მისი მნიშვნელობა +14, +19° -ია, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +11, +14°, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში +7, +12°.

აპრილში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +34, +37°, ქართლსა და კახეთში +30, +36° -ს აღწევს. საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა +29, +34° -ს შეადგენს, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში +28, +32° -ის, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში +20, +26° -ის ფარგლებში იცვლება.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +8, +10°, ქართლ-კახეთში +5, +11°, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +3, +7°, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში 0, +50-ის, ხოლო  ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში -2, +1° -ის ფარგლებში მერყეობს.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -1 გრადუსის ფარგლებში იცვლება. შიდა ქართლში -11, -9° -ს, ხოლო ქვემო ქართლსა და კახეთში -7, -4° -ს შეადგენს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში აბსოლუტური მინიმუმი -8, -6° -ს შეადგენს. აღმოსავლეთ საქართველოში -14, -10° -ს. დასავლეთ საქართველოს  მაღალ მთაში ყინვამ შეიძლება  -17, -11° -ს,  ხოლო  ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში -21, -13° -ს მიაღწიოს.

აპრილის თვეში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე ნალექების თვის ჯამური რაოდენობა 70-125 მმ-ს შეადგენს, ქართლში 40 – 70 მმ-ს, კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში 50 – 140 მმ-ს, ხოლო დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებსა და მაღალ მთაში 70 – 90 მმ-ს შეადგენს

დასავლეთ საქართველოში ნალექიან დღეთა რაოდენობა საშუალოდ 9-14 დღეს შეადგენს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 8-16 დღეს.

აპრილში მოსული ნალექების მაქსიმალური დღეღამური რაოდენობა  სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე  40-70 მმ -ს შეადგენს, მთიან და მაღალმთიანი რაიონებში ნალექების დღეღამური მაქსიმუმი შედარებით დაბალია და 30-50 მმ-ს შეადგენს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 20-60 მმ-ს შეადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. ასე მაგალითად, დასავლეთ საქართველოში შეიძლება აღწევდეს 250-500 მმ-ს წვიმიან და 10-50 მმ-ს გვალვიან წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში 150-250 მმ-ს წვიმიან და 8-40 მმ-ს გვალვიან წლებში.

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +16° C-ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +5,  +2° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +28, +31° -მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +15, +17° -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +4, +1° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +28, +31° -მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  მთაში +13, +15° -ის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +7, +9° -ის ფარგლებში,  რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში -1, -4° -მდე. ხოლო მაღალმთიან რაიონებში  -4, -7° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  მთაში  +26, +29° – მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +21, +24° -მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +15° -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  შიდა ქართლში -1, -4°, ხოლო ქვემო ქართლში +3, 0° – მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +26, +29° – მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

კახეთის რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +12, +15° -ის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +3, 0° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +26, +29° – მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია მთაში +10,+13° -ის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +7, +8° -ის ფარგლებში,

რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ახლოს ან მასზე 1°C-ით მაღალია. თვის დასაწყისში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთაში -3, -6° -მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  -8, -11° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით მთაში  +24, +27° – მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +20, +23° -მდე.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში და რეგიონებში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
იმერეთსა და რეგიონებში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, იმერეთში, სამცხე- ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.   წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა...

დაწვრილებითDetails

სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს. კომისიის სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ, გასული წლის ბოლოს უნდა ემსჯელა,...

დაწვრილებითDetails

ოჯახი ოთარ სულაქველიძეს ეძებს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
ოჯახი ოთარ სულაქველიძეს ეძებს
მთავარი

თბილისში, ახლობლები ოთარ სულაქველიძეს ეძებენ. მათი თქმით ახალგაზრდა მამაკაცი 25 მარტს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. 25მარტს სახლიდან გავიდა მის მერე არ გამოჩენილა.გლდანის მე-2მიკრო.აცვია შავი ზედა და მოკლე...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა იოანე სინელის ხსენების დღეა – ლოცვა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
დღეს წმინდა იოანე სინელის ხსენების დღეა – ლოცვა
მთავარი

ღირსი იოანე კლემაქი ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა „კიბე“, ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ. ღირს იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობები არ შემონახულა. სიცოცხლის ბოლო...

დაწვრილებითDetails

ტრაილერი გზიდან გადავარდა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
ტრაილერი გზიდან გადავარდა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა. შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ბარჯისხევის მონაკვეთზე, დღეს, დილით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა სველ ასფალტზე საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა....

დაწვრილებითDetails

„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
ამინდი

30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს, – ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს
მთავარი

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, რეისებს ამატებს. მათი ინფორმაციით, რეისები შემდეგ მიმართულებებს დაემატება: თბილისი-ბათუმის და თბილისი-ფოთი. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით:...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი სიახლე ,რომელიც აპრილიდან ამოქმედდება

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. ახალი წესი 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრებას, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების...

დაწვრილებითDetails

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
მთავარი

ბზობის დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მცენარის მოჭრა, ამოძირკვა, ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. ეროვნული სატყეო სააგენტო კი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"