გიული ალასანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს მიზანმიმართულად გავრცელებულს უწოდებს, რათა მიხეილ სააკასვილის პროცესებს ხელი შეეშალოს.
მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ ამ ჩანაწერით რუსეთის აგენტებად გამოიყვანეს თავადაც და მიხელ სააკაშვილიც.
“რა უნდა მახსოვდეს, როცა ფაქტი არ ყოფილა საერთოდ. არ მაინტერესბეს ეს საკითხი, იმიტომ, რომ გამორიცხულია. ანუ, ლამის აგენტები ვართ მე და ჩემი შვილი რუსეთის? უკაცრავად რა. იმიტომ ზის ჩემი მიშა აქ და იმიტომ შემოვარდა პუტინი 2008 წელს და იმიტომ იმუქრებოდა პუტინი რომ ერთი ადგილით დაკიდებს. ეს მე რამდენადაც მითხრეს, ეს ორი წლის წინ მოხდა და ეხლა გაახსენდათ? იმიტომ რომ ახლა პროცესები მიდის და უნდათ ჩემს შვილს ავნონ“.- ამბობს ალასანია.
ახალი უკანონო ფარული ჩანაწერები ამჯერად გიული ალასანიას წინააღმდეგ. რუსთავი 2-მა პრეზიდენტის დედის სავარაუდო საუბარი გაასაჯაროვა.