LIVE TV
ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა” – ირაკლი კუპრაძე

დაპოსტა 2025/10/28-ში
27
ნახვა
გაზიარება

ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა და აკრძალოს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მათ შორის პოლიტიკური კოალიცია „ლელო- ძლიერი საქართველო“. წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც პარტიის სხვა ლიდერები და წევრები ესწრებოდნენ.

კუპრაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მცდელობა, გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, ისეთი გამოწვევაა, რომელსაც „ძლიერი საქართველო- ლელო“ აპირებს დაუპირისპიროს წინააღმდეგობის ნებისმიერი გზა.

„კოალიცია „ლელო- ძლიერმა საქართველომ“ ამ წლების განმავლობაში გაატარა საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარი და ძირითადი ინტერესი, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის, „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომლებიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით. მე ახლა ვდგავარ ჩემს გუნდთან ერთად. მთელი საქართველოს მასშტაბით „ლელოს“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან – ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან. „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. ჩვენ დღეს აქ დგომით და თქვენთან, მოქალაქეებთან, პოლიტიკური კომუნიკაციით, ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება, რასაც იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი – ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება და ამ ბრძოლაში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა სტრატეგიულ ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, – განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

არქიმანდრიტი, მამა ნიკოლოზი 89 წლის გახდა

ოქტომბერი 29, 2025
0
მთავარი

არქიმანდრიტი, მამა ნიკოლოზი 89 წლის გახდა. მისალოც წერილს სოციალურ ქსელში დეკანოზი სერაფიმე დანელია აქვეყნებს: "დღეს ჩვენს მამა ნიკოლოზს 89 -ე წელი შეუსრულდა! ვულოცავ შორიდან და ჩვენდა სანუგეშოდ დღეგრძელობას და ჯანის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერი განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
10
მთავარი

დავით ერემეიშვილი დღეიდან ქუთაისის მერის რანგში საქმიანობას შეუდგა. ის გასული წლის ივლისიდან მერის მოვალეობას ასრულებდა. დავით ერემეიშვილის თქმით, ის გეგმავს გაცემული დაპირებების შესრულებას. "დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და...

დაწვრილებითDetails

ნინო დათაშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას – ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია

ოქტომბერი 29, 2025
1
მთავარი

განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ღირსეული პედაგოგის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პროგრესულად უარესდება - ნინო დათაშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას, ქირურგიული ჩარევისა და შემდგომი, რთული რეაბილიტაციის...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

ოქტომბერი 29, 2025
2
მთავარი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელს „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ 88 დეპუტატი აწერს ხელს....

დაწვრილებითDetails

საქართველო სულ უფრო ავტორიტარული ხდება – Reuters

ოქტომბერი 29, 2025
9
მთავარი

საბჭოთა კავშირისგან გამოყოფილ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და პროდასავლური საქართველო, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სულ უფრო ავტორიტარული ხდება და მეზობელ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც Reuters-ი...

დაწვრილებითDetails

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება

ოქტომბერი 29, 2025
5
მთავარი

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია, დაკავებული ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურებს მოუწოდებს, დაიცვან სამედიცინო ეთიკისა და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. გავრცელებულ განცხადებაში,  ექიმთა...

დაწვრილებითDetails

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – ადვოკატი

ოქტომბერი 29, 2025
11
მთავარი

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის არის ტანჯვის მდგომარეობაში - დაუშვებელია, სასამართლო შეეგუოს იმას, რომ პატიმრობა პროკურატურის სურვილისამებრ დაუშვას, - ამის შესახებ პედაგოგ ნინო დათაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ განაცხადა. მისი...

დაწვრილებითDetails

მასაჟის სალონში ამუშავებდა- არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს

ოქტომბერი 29, 2025
6
მთავარი

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, წინასწარი შეცნობით, გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა. კერძოდ ბრალდებულის მითითებით,...

დაწვრილებითDetails

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოქტომბერი 29, 2025
34
მთავარი

ვერძი გამოიჩინეთ ზომიერება, დიპლომატია, მოთმინება. დღე მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გაატარეთ. გაისეირნეთ, დაგეგმეთ ახლო პერიოდის განრიგი. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან. კურო მოდუნდით, მოიწყვეთ განტვირთვის დღე, ასევე, შეგიძლიათ შეამოწმოთ ტექნიკა, მოაწესრიგოთ თქვენი...

დაწვრილებითDetails

გედევან ფოფხაძე და აქტივისტები პარლამენტთან შიმშილობას იწყებენ

ოქტომბერი 28, 2025
127
მთავარი

გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღეიდან შიმშილობას იწყებს. მასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. გედევან ფოფხაძის თქმით, მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ "პოლიტპატიმრები" და "დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები"....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».