ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტში ქუთაისის მერია 10 000 ლარს გადაიხდის. ” შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების გზით” ვკითხულობთ სატენდერო მონაცემებში. კონცერტი 10 სექტემბერს ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრშია დაგეგმილი.
“აღნიშნული ღონისძიებისთვის საჭირო თანხა მიზანშეწონილია გამოიყოს ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის 2025 წლის კულტურის ღონისძიებების პროგრამის ქვეპუნქტიდან ,,საკონცერტო
ღონისძიებები და ფესტივალები“

ამასთან მნიშვნელოვანია რომ კონცერტისათვის tkt.ge-ზე ბილეთები ცალკე იყიდება. ბილეთების ღირებულება 40 ლარიდან იწყება.











