ერაყში დაიბადა ჩვილი, რომელსაც თავდაყოლილი ანომალია აქვს – ის სამი პენისით დაიბადა. აქამდე ამ ანომალიით მსოფლიოში არავინ დაბადებულა. ამ უცნაური ფაქტის შესახებ Daily Mail-ი International Journal of Surgery Case Reports-ზე დაყრდნობით წერს.
ჩვილი წარმოშობით ქურთია. ის ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ დახუკში დაიბადა.
თავიდან მშობლებს ეგონათ, რომ ბავშვს სასქესო ორგანოზე გამონაზარდი ჰქონდა, თუმცა საავადმყოფოში ექიმებმა დაადგინეს, რომ ბიჭს ერთის ნაცვლად სამი პენისი ჰქონდა.
ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ რაკი ზედმეტი სასქესო ორგანო ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო, ის მოეჭრათ. შემოწმების შემდეგ ჩვილს ყველაფერი კარგად აქვს.
სტატისტიკის თანახმად, 5-დან 6 მილიონამდე ჩვილ ვაჟს შორის ერთი ბავშვი ორი სასქესო ასოთი იბადება. აქამდე მსოფლოში ასეთი 100 ჩვილი დაიბადა. ექიმებს აქამდე ამ გენეტიკური მუტაციის მიზეზი ვერ დაადგინეს.










