თურქეთი მარიუპოლიდან მოსახლეობის საზღვაო ევაკუაცის გეგმავს.
ამის შესახებ, შაბათს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა.
„ანკარას მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ევაკუაციის პროცესს, ეცნობა რუსეთის სამხედრო ატაშეს თურქეთში, რომელიც ჩვენს თავდაცვის დეპარტამენტში იყო მოწვეული.
იგივე ინიციატივა, რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში თურქი სამხედრო ატაშეს მეშვეობით გადაეცა.
ჩვენ ასევე კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს ძალისხმევას უკრაინის ხელისუფლებასთან, ამ ქვეყანაში სამხედრო ატაშეს მეშვეობით.“ – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა.










