“ამ ეტაპზე ანიტა ხელოვნური ძილის მდგომარეობაშია” – ამის შესახებ ინფორმაცია მარიკა ხუციშვილი ჯგუფში ავრცელებს.
” როგორც იცით გასულ ღამეს დადგა ეკმოს აპარატის ჩანერგვის სასწრაფო საჭიროება.
რადგანაც პირველი აპარატი ანიტას ორგანიზმმა არ შეითვისა, გამთენიისას გადაწყდა სხვა სახის აპარატის ჩადგმა.
ოპერაცია 4-5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად ბავშვს ამოეტუმბა ფილტვებში ჩამდგარი სითხე, სისხლი, მოისპო ინფექციის კერა და ჩაინერგა აპარატი, რომელიც გულს ორი თვის განმავლობაში ხელოვნურად ამუშავებს.
ამ ეტაპზე ანიტა ხელოვნური ძილის მდგომარეობაშია. სულ ახლახანს ჩატარებული კვლევების მიხედვით, მას სისხლში ამოეთესა ერთი-ერთი სოკოს და ინფექციის სახეობა.
ამ წუთებში გვაცნობეს, რომ დგება დიალიზის ჩატარების საჭიროება.
როგორც ექიმები ვარაუდობენ შემდეგი 24 საათი იქნება კრიტიკული, თუმცა ამის შემდეგ გულის აპარატი დაიწყებს მუშაობას, რაც სხვა ორგანოებსაც დაეხმარება.” – წერს მარიკა ხუციშვილი.