ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსით 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქართველი მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი, საგუნდო დირიჟორი, ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღრები“.
დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“ (1980), „შავი შაშვი ჩიოდა“ (1988).