გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ანალენა ბერბოკი სომხეთში ჩავიდა
ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ოჰანისიანი დახვდა.
ბერბოკი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდება.
ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან სომეხი ლტოლვილების მიღების ცენტრს.










