გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„ჩვენთვის ნათელია, რომ ჩვენი ყველაზე ძლიერი პასუხი ჩვენი, როგორც პარტნიორებისა და მოკავშირეების ერთიანობაა“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე დაგმო რუსეთის თავდასხმები უკრაინაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ბომბების, რაკეტების, ჭურვებისა და დრონების გამოყენებას კაცობრიობაზე თავდასხმა უწოდა.