“პირველ ეტაპზე სასაფლაომდე მისასვლელი გზის ნაწილი დაიგება , ხოლო მომდევნო წელს კანიონამდე”-ამის შესახებ ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ მეგა ტვ-თან საუბრისას განაცხადა.
საუბარია გორდის კანიონამდე მისასვლელ გზაზე,რომელიც ამორტიზებულია და გადაადგილება მხოლოდ ფეხითა და მაღალი გამავლობის მანქანებითაა შესაძლებელი.
პროექტს ადგილობრივთა ნაწილის პროტესტი მოყვა. მიზეზი შემოსავლის წყაროს დაკარგვაა, რადგან ფაქტობრივად გაუვალ გზაზე სწორედ მათ გადაყავთ ტურისტები.
“ჩვენ მათ შებთავაზეთ ალტერნატივა”-განაცხადა ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ.