LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება-ირაკლი ღარიბაშვილი

ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება-ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2022/04/11-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეიდან, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების რეცეპტი, მატერიალური სახით აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება

„გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 2 თვის წინ, ბატონ მინისტრს მე დავავალე, რომ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესი უნდა გამკაცრდეს და ზოგადად ცირკულაცია ამ ფსიქოტროპული მედიკამენტების. ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრებას და სხვა უამრავ უბედურებას, რომელიც საბოლოოო ჯამში ჩვენს მომავალ თაობაზე აისახება, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვიყავით და ვართ, რომ ეს საკითხიც დაგვერეგულირებინა. დღეიდან, ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი, მატერიალური სახით, ქაღალდზე ასე ვთქვათ, აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ესეც დარეგულირდება,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება.

„რას ნიშნავს ეს ცვლილება – ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება, როდესაც ადამიანი მიდის და არამიზნობრივად მოიხმარს ამ ფსიქოტროპულებს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მათი ცხოვრების წესს აუარესებს, ამწვავებს ქვეყანაში ნარკოლოგიურ მდგომარეობას. ფსიქოტროპული მედიკამენტები დაუშვებელია, ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალება პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევით და ეს უკონტროლო მოხმარება და თვითმკურნალობა, თუ ამას მკურნალობა ქვია, ეს დაღუპვა, რიგ შემთხვევაში ადამიანები ისე, ყოველგვარი დანიშნულების გარეშე მოიხმარენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს,  იწვევს სავალალო შედეგებს.

საქართველოში, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე გამკაცრებული წესრიგი მოქმედებს, წამლების გარეშე, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე არის აკრძალული, თუმცა მატერიალური ფორმის რეცეპტით პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორდ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი როგორც რეცეპტის გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ისე გამომწერი ექიმების გაკონტროლებაც. ესეც ძალიან დაგვეხმარება პროცესის გამჭვირვალობაში, ზოგადად მონიტორინგში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება და მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მომენტიდან პაციენტზე გაცემამდე მთელი ეს ჯაჭვი, პროცესი რომ გამარტივდეს, ამავდროულად, ზედამხედველობა, მონიტორინგი და გამჭვირვალობა რომ გაუადვილდეს სახელმწიფოს და კონტროლი ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის სრულ პროცესზე რომ იყოს შესაძლებელი. ესეც მოგვარდა, ეს საკითხიც დღეიდან მოგვარდება“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

“ელენე ხოშტარიას მიმართ განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიაზე”- სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
პრეზიდენტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლო განაჩენს საქართველოში დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე „შემზარავ თავდასხმას” უწოდებს. როგორც ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, ასე ესმის „რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება“. “პოლიტიკური რეპრესია საქართველოში: ელენე ხოშტარიას, პოლიტიკური...

დაწვრილებითDetails

ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა – BBC

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა – BBC
მთავარი

Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი დღეს დილით აზიის ბაზარზე 3.75%-ით გაიზარდა და 103.69 დოლარი შეადგინა,...

დაწვრილებითDetails

18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც თბილისში 2 პირი ჩაცხრილა

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 25 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7166 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7166 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ნახეთ რა თანხა შევიდა ბიუჯეტში კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ვალდებულია თუ არა მგზავრი ტრანსპორტში ასვლისთანავე შეიძინოს ბილეთი?
მთავარი

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 145%-ით გაიზარდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-თებერვალში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 556 720 ლარი შევიდა,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა,.GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 395 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.21%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“ყველგან შენ გხედავ” -ნინო მიქელაძეს ახლობლები ემშვიდობებიან

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
“ყველგან შენ გხედავ” -ნინო მიქელაძეს ახლობლები ემშვიდობებიან
მთავარი

ბათუმში ახალგაზრდა ქალს გლოვობენ . ნინო მიქელაძეს ახლობლები ემშვიდობებიან: ეს რა დილი გაგვითენდა ნინო რატო გამოაკლდი თანაკლასელებს რატო დაგვტოვე ჩვენ ხო ყოველ დღე იმ იმედათ ვიყავით რო შენ დაგვიბრუნდებიდი და...

დაწვრილებითDetails

საჭმლის ინტოქსიკაციით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

დაკონსერვებული პროდუქტით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30  წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში დამზადებული დაკონსერვებული ბადრიჯანი შეჭამა და თავი შეუძლოდ იგრძნო. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის...

დაწვრილებითDetails

ქალაქ ქუთაისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
ქალაქ ქუთაისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება
მთავარი

ქალაქ ქუთაისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი გაფორმდა ხელშეკრულება და კონტრაქტის ღირებულება 54 მილიონ ევრომდეა. სამუშაოები ვადად კი 3 წელია...

დაწვრილებითDetails

“ძალა ერთობაშია” – ქუთაისში 29 მარტს აქცია გაიმართება

by მეგა TV
მარტი 24, 2026
0
“ძალა ერთობაშია” – ქუთაისში 29 მარტს აქცია გაიმართება
მთავარი

ქუთაისში 29 მარტს, 15:00 საათზე, აქცია სლოგანით "ძალა ერთობაშია" გაიმართება. "საქართველოში უკვე წელიწადნახევარზე მეტია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანი არის ევროპული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"