ჟურნალისტი ნიკა საჯაია სოციალურ ქსელში ექიმების დაუდევრობაზე საუბრობს და ვრცელ პოსტს აქვყენებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“Batumi Republican Hospital • ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დასახურები ხართ და სათითაოდ გამოსაძიებელია, ყველა თქვენი პაციენტის საქმე – სანამ ვინმეს შეიწირავთ, თუ უკვე არ შეიწირეთ!!!
26 ივლისს, ღებინებისა და მუცლის ტკივილით, მოზარდი შეიყვანეს თვითდინებით ამ საავადმყოფოდ წოდებულ დაწესებულებაში. აუღეს ანალიზები, გაუკეთეს გადასხმა და ა.შ. “ეხოზე” არ მოეწონათ თირკმელი და იეჭვეს რომ სეფსისი განვითარდა. პაციენტი (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ, უახლოსი ნათესავია) გონზე იყო, კონტაქტურიც, თუმცა ბავშვის დედას უთხრეს რომ საჭიროა მისი რეანიმაციაში გადაყვანა. თან “ამშვიდებენ” რომ ” ნებისმიერ დროს შეიძლება გაუჩერდეს გული, ფილტვი, ღვიძლი და ა.შ”- მოკლედ კრიტიკულია, თუმცა სეფსისი წარმომავლობას ვერ ადგენდნენ.მოგვიანებით, უფრო გაეხსნათ ფანტაზია – “უშვიათესს დაავადებასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ასეთთან შეხება არ გქვონიაო”, მაგრამ თუ რეანიმაციაში გადავიყვანთ, 5 დღეში გავწერთო – ანუ არ იციან დიაგნოზი, მაგრამ “განკურნავდნენ”ასეთმა ურთიერთგამომრიცხავმა პასუხებმა და იმან, რომ პაციენტს “უიშვიათესი და უმძიმესი” არაფერი ეტყობოდა, ოჯახს გადააწყვეტინა მისი თბილისში ან თურქეთში გადაყვანა. თავიდან რეანიმაციაში არ ააყვანინეს ბავშვი (მერე ვერ გადაიყვანდნენ) და ამ დროს, ემერჯენსის განყოფილების უფროსი აწივლებულა, რომ “დედას არ უნდა შვილი გამოუჯანრთელდეს, არაა ნორმალური ქალიო” .მანამდე, “კატეს” გადაღებისას ბავშვს გული აერია და იქ აწივლებულა კიდე ერთი ხალათიანი ქაჯი “ეს ახლა გავასუფთავე, რას დამიმსგავსეო”, ეუხეშებოდა პაციენტს (მძორი ხალათში).მერე უროლოგი მოიყვანეს ( რა შუაში იყო, არ ვიცით) იმან, მართვის სისტემა გვაქვს და დატოვეთ ბავშვიო.გრძლად რომ არ გამომივიდეს, გამოძახებული რეანომობილი უკან გააბრუნეს და ძლივს, თბილისის ინფექციურში ნაპოვნი ადგილიც დაიკარგა… როცა ბავშვი რეანიმაციაში აიყვანეს, გაუჩნდა სითხე – საიდან? ვერ გაარკვიეს “შავი ზღვისპირეთის წამყვანმა დოხტურებმა”. იმეორებდნენ რომ ყოველწუთიერად მძიმდებოდა ბავშბი, მაგრამ არაფერზე ყავდათ შეერთებული ( თუ გადაუდებელია, პრევენციული ზომებისთვის ხომ საჭიროა?).მორიგე ექიმმა დაბალი წნევა აქვსო და “ფურასემიდს” აძლევდნენ, რაც დაბალ წნევაზე არ შეიძლება!ექიმი პაციენტის გაჭრას ითხოვდა – რომ გამოეკვლით, თუმცა “შიგნით კიდევ რა დახვდებოდათ, არავინ იცოდა”… მეორე ექიმი კი, პაციენტის დედას არ პასუხობდა “კონფერენციაზე ვარ და რამდენჯერ მირეკავთო”.დედას, რომელიც ფარმაცევტია და სხვაზე მეტად იცის ბევრი რამ, არ აჩვენებდნენ დანიშნულებას, ანალიზების პასუხს და არც ფორმა 100 აძლევდნენ, ადმინისტრაციაში უნდა დაწეროთ განცხადებაო.ამ ხალათიან სვავებთან შედარებით, ნორმალური აღმოჩნდა, დირექტორი რომელმაც მოწვეული სპეციალისტის შეყვანის უფლება მისცა ოჯახს…ანამნეზი მაინც გაიგზავნა თურქეთში, თუმცა შიგნით კატასტროფა ეწერა – მაგალითად ის რომ ბავშვი შოკურ მდგომარეობაში, უმძიმესი იყო (რაც სიმართლეს არ სეესაბამებოდა). ალბათ ასე ცდილობდნენ კლიენტის და არა პაციენტის შენარჩუნებას!შედეგიც გამოიღო, ამ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მიღებაზე, მხოლოდ ერთმა კლინიკამ განაცხადა თანხმობა, იმ შემთხვევაში თუ კატასტროფის ბრიგადას დამატებით, რეანიმაციის ექიმი გაყვებოდა.ბევრი დეტალი რომ არ დავწერო, ჯერ ბრიგადას გამოყოლებული ექიმი გაგიჟებულა, შოკურ მდგომარეობაში მყოფი “უმძიმესი” პაციენტი, რომ დაინახა, რომელიც მეტყველებდა, ადეკვატურად პასუხობდა და Tik-tok სქროლავდა … სასწრაფოშიც არ გაჩერებია გული, როგორც ამას პროგნოზირებდნენ.მერე კლინიკა “იმპერიალის” ექიმები გაგიჟდნენ, ქართველი კოლეგების ნიჭიერებით.ბავშვს ადგილზე დახვდა ორი ინფექციონისტი და ქირურგი. მათ დათვალიერებით იეჭვეს რომ ბრმანაწლავის პრობლემა იყო, მაგრამ რადიოლოგს დაველოდოთო. რადიოლოგმა კი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პირველივე დღეს, პირველივე გადაღებული დისკი ნახა და ჰოი საიცრებავ, ბრმანაწლავი ყოფილა გამსკდარი და არანაირი “უიშვიათესი და აქამდე, მედიცინისთვის უცნობი დაავადება”!!!!ბავშვს 1 საათში დაუსვეს ზუსტი დიაგნოზი, ოპერაცია გაგრძელდა 45 წუთი, ახლა გადის მკურნალიბის ბოლო ეტაპს – ისიც იმიტომ, რომ ამ უაზრო, ხალათიანი მავნებლების წყალობით, ეს პერიოდი გამსკდარი ბრმანაწლავუდან ორგანიზმი იწამლებოდა და მისი გასუფთავება გახდა საჭირო! და ხო, რომ არ გადაეყვანათ თურქეთში, მერე მართლა საშინელება დატრიალდებოდა – მოწამლული ქონდა მთელი ორგანიზმი!ახლა ამიხსენით, XXI-ე საუკუნეში, გახეთქილი ბრმანაწლავი, “უიშვიათესი დაავადება” როგორ უნდა ეგონოს ნორმალურ ექიმებს ?! როგორ უნდა ენდო ან ამათ, ან ამ დაწესებულებაში მომუშავე ნებისმიერ ადამიანს?! ეს ყველაფერი ხომ თანხებთან არის დაკავშირებული ხო და ვისაც ამის საშუალება არ აქვს, იმან რა უნდა ქნას?! ამ შემთხვევაში დედამ იეჭვა რაღაც, რადგან თავადაც მედიკოსია, ბრმად არ ენდო ამ მართლა გიჟების კორპორაციის მუშაკებს, მაგრამ ვინც ვერ ერკვევა და ვერ ხვდება, იმან რა უნდა ქნას?!დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – მიხედეთ ამათ, შეამოწმეთ მათი საქმიანობა! ამ კონკრეტულზე კი შემოვა ოფუციალური განაცხადი, შესაბამისი დოკუმენტაციით. ეს სტატუსიც საჯაროა და კანონით, უკვე ითვლება რომ სავარაუდო დარვევა, გადაცდომა, უპასუხისმგებლობაზე (მეტი თუ არა) ხართ ინფორმურებული!P.s მე ვფიქრობ რომ ესენი, ან ყველანი უცოდინარები არიან, ან შეგნებულად აკეთებენ ამას, რომ ბიუჯეტიდან დამატებით ფული აიღონ (24 საათი, რეანიმაცია ძალიან ძვირია) – რაც არ უნდა იყოს, ორივე შემთხვევაში მავნებლობენ.მჯერა, ასეთი არაერთი შემთხვევა ექნებათ ამ კონკრეტულ კანტორაშიც და სხვაგანაც.ასეთი ექიმები ღუპავენ პაციენტებსაც, მათ ოჯახებსაც ( ღმერთმა დაიფაროს და მერე იტყვიან – “გვიან შემოიყვანეს”, “ოჯახი მკრნალიბას არ დათანხმდა”. ასეთი რამდენი მოგვისმენია) და ასეთები უფუჭებენ სახელს იმ ექიმებს, რომლებიც მართლა პროფესიონალები და კეთილსინდისიერები არიან!
P.s არავინ გაბედოთ შუამავლობა და შემოთვლები! თავად თუ ამას წაიკითხავენ, მადლობა თქვან, რომ ზომიერად დავწერე და სისხლით ნათესავებს არ გადავწვდი. რა თქმა უნდა, ყველაფრის მტკიცებულება არსებობს… გამოგყვებით ბოლომდე, ექთნიდან დაწყებული, ექიმებით დამთავრებული! ყველანაირად ვეცდები ეს “უიშვიათესი დაავადების მქონდე პარაზიტები” დაჯდეთ სახლში ან სადმე სხვაგან, პაციენტებისგან ძალიან შორს!!!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნიკა საჯაია.