,,ამ მიმართულებითაც უნდა ვიყოთ ძლიერები”- განაცხადა მეუფე იაკობმა კიბერუსაფრთხოების ინგლისურენოვანი ქართულ ამერიკული სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციაზე, საქართველოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში:
,,თქვენო აღმატებულება, ქალბატონო ელჩო, ქალბატონო თამარ, ბატონო ირაკლი, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას მოგესალმებით და სრულიად საქართველოს მივულოცავ ამ დიდ დღეს.
ეს არის მართლაც, ძალიან დიდი დღე, დღეს ჩვენ შევაბიჯეთ, განათლების სისტემის სხვა სფეროში, და ჩვენთან უკვე წარმატებული სპეციალისტები, IT მიმართულების ძირითადი სპეციალისტები გახდებიან უკვე კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები.
მინდა ავღნიშნო, რომ ამაში ძალიან დაგვეხმარა, ამ პროგრამის საქართველოში გადმოტანისთვის, ამერიკის საელჩო, რამოდენიმე წელი ჩვენთან ერთად მუშაობდა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ (ელჩს) და ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც ასევე ჩართულია და ხშირი ურთიერთობები და მეგობრობა ჩვენს შორის უკვე არსებობს და რაოდენ კარგია, როცა ურთიერთობები ასე გვაქვს ერთმანეთთან, შეგვიძლია ერთმანეთთან საუბარი, ვხედავთ რომ კარგი საქმე კეთდება.
მე მინდა გაგაცნოთ, მოკლედ , რა პროგრამა ჩამოგვაქვს, ჩვენთან იქნება ინგლისურის სწავლება, ინგლისურენოვანი იქნება აბსოლიტურად ამერიკული კურსი და ამერკაში ეს ონლაინ კურსია.
Nku -ს უნივერსიტეტის ერთ ერთი წამყვანი IT სკოლაა და პირველები არიან ამერიკაში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ისინი უმზადებენ სპეციალისტებს უშუალოდ, ,,NASA”-ს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს.
მინდა იცოდეთ, რაოდენ მაღალი რანგია და უშუალოდ აკრედიტაცია მიღებული აქვთ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან.
ამიტომ, რაოდენ უნდა გვენდობოდეს ამერიკული მხარე, რომ საქართველოში, ამ პატარა უნივერსიტეტში, მით უმეტეს საპატრიარქოს უნივერსიტეტში, ამოდენა პატივი გვაქვს, რომ გავხდეთ სრულუფლებიანი წევრები ცივილიზებული მსოფლიოსი და ჩვენ როცა გვექნება კიბერუსაფრთხოება, იცით, რომ ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის ყველაფერი, ციფრულ მმართველობაზე გადადის ყველაფერი და ვისაც არ ექნება კიბერუსაფრთხოება, ძალიან ცუდ დღეში იქნება.
ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავლისათვის და თუ გვინდა გვქონდეს მშვიდობა, ამ მიმართულებითაც უნდა ვიყოთ ძლიერები და დიდი მადლობა ამერიკის საელჩოს, რომ ამაში ასე გვიწყობს ხელს”-განაცხადა მეუფე იაკობმა პროგრამის სადღესასწაულო პრეზენტაციაზე.