ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 652 საიდანაც:
6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 453, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 316.
მძიმე პაციენტია 1 559 პირი, მათ შორის, თბილისში – 596, აჭარაში – 122, იმერეთში – 462.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 340 პირი, მათგან თბილისში – 190, აჭარაში – 32, იმერეთში – 32.
1 178 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 716 – თბილისში, 279 – აჭარაში.
37 188პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 8 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 260 ადამიანი.










