“გამარჯობათ.ნიკეას ბოლოში,გაჩერებასთან,ძაღლები რომ არიან და ხალხი თავს ვერ იცავს,მუნიციპალიტეტს სად მიწაში ძინავს,ამ დილას კაცი ბღაოდა,მძღოლებმა უშველეს,მანქანით მივიდნენ და შიგ ჩასვეს.გუშინ,ჩემი შვილის კივილი ცას წვდებოდა.მოაცილეთ,ეს მგლებივით ძაღლები.ვისაც გევალებათ.უპატრონო ქვეყანა.ადმინ,”
ქუთაისში მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ . ქალაქში მიუსაფარი ძაღლების ოდენობა წლიდან წლამდე იზრდება , პრობლემიდან გამოსავალს კი ჯერ ვერ ვხედავთ. საკითხის სიმწვავეზე საუბრობენ სპეციალისტებიც , ფაქტის სიმწვავეზე საუბრობს ცოფის გახშირებული შემთხვევებიც .
ქუთაისის ორ უბანში კარანტინი გამოცხადდა | დაფიქსირდა ცოფის 2 შემთხვევა