LIVE TV
შაბათი, ნოემბერი 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

” ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში ჩართულნი “- კობახიძე ოპოზიციაზე

დაპოსტა 2025/11/22-ში
17
ნახვა
გაზიარება

ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონების მცდელობა რეალურად, წარუმატებელია იმ გაგებით, რომ მათ ვერ შეძლეს ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ გარკვეულ წარმატებებს აღწევენ – ჩვენი ქვეყანა ბოლომდე დამშვიდებული არ არის, სიძულვილი სჭარბობს საზოგადოებაში, ეს მათთვის უკვე შედეგია“.

„გიგლა ბერბიჭაშვილიც საცოდავი კაცი იყო. იყო ერთი უბრალო კაცი, გააგიჟეს. იქაც იგივე იყო, რომ ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს – დღევანდელი იდეოლოგიაც ეს არის, მაშინდელიც ეს არის. მთელი პროპაგანდა მიდიოდა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ, თანაბრად იყვნენ ჩართული ამაში ბოლშევიკებიც და მენშევიკებიც, გააგიჟეს ეს საცოდავი კაცი, არც ინტელექტი ჰქონდა არც არაფერი, დაიჯერა, რომ თავად ჰქონდა უპირატესობა ილია ჭავჭავაძის მიმართ და ესროლა. ერთი მხრივ, საცოდავი კაცი იყო, მაგრამ ასე თუ შეხედავდი, მაშინ წაახალისებდი იმას, რაც გააკეთა. რაც ფიცოს შემთხვევაშიც მოხდა. არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ. ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნებისმიერ რადიკალურ მანკიერ იდეოლოგიას ახასიათებს ასეთი რამ, რომ უპირისპირდება ძირეულ ფასეულობებს, მათი ძირითადი ხაზები არაფრით განსხვავდება ბოლშევიკური იდეოლოგიისგან – არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, პატივს არ უნდა სცემდე შენს ეკლესიას და სიძულვილი უნდა თესო, როგორ შეიძლება, ამის მიმართ იყო ლოიალური”.

„ეს ხომ არ არის ახალი, ასეთი იდეოლოგია წარსულშიც არსებობდა, ფაშიზმი, რაც ისტორიაში ყველაზე მტკივნეულად გვახსოვს, ერთი საუკუნის წინ, ბოლშევიზმი. მაშინ ხომ გახსოვთ, რომ ეთნიკურად ქართველები იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბოლშევიკები, რომლებიც საკუთარი ხელით ხვრეტდნენ ადამიანებს, პატრიოტებს და რომლებიც კამპანიას აწარმოებდნენ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არ არის ახალი ხილი. ნებისმიერ რადიკალურ მანკიერ იდეოლოგიას ახასიათებს ასეთი რამ, რომ უპირისპირდება ძირეულ ფასეულობებს, ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. რეალურად ძირითადი ხაზები არაფრით არ განსხვავდება ბოლშევიკური იდეოლოგიისგან. აქაც იგივე ხდება, შენ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, პატივს არ უნდა სცემდე შენს ეკლესიას და სიძულვილი უნდა თესო. ბოლშევიზმსაც ხომ ეს ახასიათებდა, ყველგან სიძულვილი. ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 22, 2025
119
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუს შესაბამისად ხორციელდება. აღნიშნულით ისინი ციხეებში არსებულ კვებასთან დაკავშირებით პატიმრების ნაწილის პრეტენზიებსა და მედიაში გასულ ინფორმაციებს ეხმაურებიან. როგორც...

დაწვრილებითDetails

ჯანდაცვის სამინისტროსთან ჭიათურელი მაღაროელების აქცია გაიმართება

ნოემბერი 22, 2025
6
მთავარი

25 ნოემბერს 14:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ჭიათურელი მაღაროელების აქცია დაანონსდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ ავრცელებს. „2024 წლის ნოემბრიდან მაღაროებში სამუშაოების გაჩერების შედეგად ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისი დადგა. 3000-ზე მეტი...

დაწვრილებითDetails

დაფიქსირდა პირველად ადამიანის H5N5 შტამის ფრინველის გრიპით გარდაცვალების შემთხვევა

ნოემბერი 22, 2025
151
Test tubes are seen labelled "Bird Flu" words in this illustration taken, June 10, 2024. REUTERS/Dado Ruvic/Illustration
მთავარი

ვაშინგტონის შტატის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა პარასკევს გვიან ღამით დაადასტურეს, რომ ფრინველის გრიპის H5N5 შტამით ინფიცირებული პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ვაშინგტონის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ადამიანი ხანდაზმული ადამიანი იყო, რომელსაც თანმხლები...

დაწვრილებითDetails

უწყვეტი პროტესტის 1 წელი ქუთაისში – 28 ნოემბერს აქცია გაიმართება

ნოემბერი 22, 2025
14
მთავარი

ერთი წელი უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან - 28 ნოემბერს, თარიღთან დაკავშირებით ქუთაისში რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმრათება. "28 ნოემბერს ერთი წელი შესრულდება, რაც საქართველოს მრავალს საუკუნოვან მისწრაფებას, გახდეს ცივილური სამყაროს ნაწილი მოღალატეობრივი...

დაწვრილებითDetails

პესტიციდები თუ საკვები- ოჯახისთვის სტამბოლში მოგზაურობა სიკვდილით დასრულდა

ნოემბერი 22, 2025
56
მთავარი

სტამბოლში სავარაუდო მოწამვლის შედეგად ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. ცოლ-ქმარი და მათი 2 შვილი თურქეთში გერმანიიდან დასასვენებლად ჩავიდნენ. მედიის ინფორმაციით, ისინი ოთხშაბათს, ორთაკოის სანაპირო უბანში, ბოსფორის ხიდის ქვეშ, ქუჩაში საკვების მიღების...

დაწვრილებითDetails

სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციით სტამბოლში 25 ადამიანი კლინიკაში მოხვდა

ნოემბერი 22, 2025
36
მთავარი

სავარაუდოდ, საკვებით ინტოქსიკაციის გამო, სტამბოლში 25 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა შიშლის რაიონში მოხდა. ჯანდაცვის უწყების ცნობით, ეს ადამიანები კლინიკაში სწორედ ამ რაიონში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ვიზიტის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ნოემბერი 22, 2025
86
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ხ. და ყაზახეთის...

დაწვრილებითDetails

გაიგოს ხალხმა, რომ მართლა მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა დაგეგმეს-მოკლული მასწავლებლის დედა ხელისუფლებას მიმართავს

ნოემბერი 22, 2025
48
მთავარი

გაიგოს ხალხმა, რომ მართლა მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა დაგეგმეს- წერს სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.  ის ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ხელისუფლებას...

დაწვრილებითDetails

დაღად დამედე გულზე ჩემო ერთადერთო- ავარიაში გარდაცვლილ ახალგაზრდას ახლობლები ემშვიდობებიან

ნოემბერი 22, 2025
161
მთავარი

ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარი მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ევეაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 22 წლის...

დაწვრილებითDetails

ფოთში ავარიას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ნოემბერი 22, 2025
210
მთავარი

ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარი მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ევეაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 22 წლის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».