“საქსტატმა” თვიური საშუალო ხელფასის ოდენობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. 2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა. წერია კვლევაში.
“მეგა ტვ” დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ამ მონაცემებს ქუთაისში.