მკურნალობის ახალი მეთოდით, ამოღებული კბილის ადგილას ახალი ამოვა – ისე, როგორც ბავშვობისას.
იაპონელი მეცნიერები კიოტოსა და ფუკუის უნივერსიტეტიდან ამ მეთოდის დახვეწაზე მუშაობენ.
მათ ამ ეტაპისთვის შექმნილი აქვთ მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის მეთოდი, რომელსაც, როგორც ჩანს, ახალი კბილის ამოსვლის გამოწვევა შეუძლია.
ექსპერიმენტები გრძელდება და თუ ისინიც წარმატებული იქნება, მეთოდის ეფექტიანობა რეალური გახდება.
მეთოდმა თაგვებსა და ქრცვინებში უკვე წარმატებით იმუშავა.
ეს შეიძლება რევოლუციური მეთოდი იყოს, რომელიც სრულად შეცვლის სტომატოლოგიას და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას – იმპლანტოლოგიას, რომელიც პაციენტებს დაკარგული კბილის აღდგენას იმპლანტატების ჩადგმის გზით სთავაზობს. ახალი მეთოდით შეიძლება დაკარგული კბილის ადგილას ახალი კბილი, მკურნალობის გზით ამოვიყვანოთ (როგორც ბავშვობაში, როცა კბილებს ვიცვლიდით).
მიუხედავად პერსპექტივებისა, აღნიშნული მისია მაინც რთული გამოწვევაა. ძირითადად, იმიტომ, რომ გენები, რომლებიც კბილების გაზრდაზე ახდენს გავლენას, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ორგანიზმის განვითარებაზეც.