“ის პრინციპული დამოკიდებულება და მიდგომა, რომ არ უნდა შეეხოს სქესობრივ დანაშაულებს, არ უნდა შეეხოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, ორგანიზებულ ჯგუფს, კორუფციულ დანაშაულს და ა.შ. ეს პრინციპი მეორე მოსმენის ფარგლებშიც შენარჩუნებული იქნება. რაც შეეხება იმ საკითხებს, სადაც შეიძლება ვიმსჯელოთ, გარდა ამ წითელი ხაზებისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ასე რომ საკითხი, თუ რა მუხლები იქნება საბოლოოდ წარმოდგენილი, პრინციპების დონეზე გავაჟღერეთ, დანარჩენი გაჟღერებული იქნება მეორე მოსმენის ფარგლებში და იმ სახის ჩართულობით, ვინც ამ საკითხით იქნება დაინტერესებული. დღეს, იმედია, პარლამენტი მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით, მეორე და შემდგომი მოსმენა დამოკიდებულია იმაზე, თუ გვექნება რიგგარეშე სესია. თუ გვექნება, შეიძლება მეორე მოსმენაზეც ვიფიქროთ. მესამე მოსმენა, თუ რიგგარეშე სხდომა არ იქნება თებერვლამდე, გადაიწევს თებერვლამდე. ამის შემდეგ არის მთელი რიგი პროცედურა. ამნისტიის აქტის გამოცემა არ ნიშნავს, რომ იმავე დღეს ვინმე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას ან იმავე დღეს მოხდება ვინმესთვის შეღავათის გაწევა”,- განაცხადა ოხანაშვილმა.
“ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა” – ირაკლი კუპრაძე
ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა - თუ შეეზღუდება უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს, ეს იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის...










