LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამირან ძოწენიძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი

ამირან ძოწენიძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი

დაპოსტა 2020/10/02-ში
A A
126
ნახვა
გაზიარება

ამირან ძოწენიძე – პარტიის “ევროპული საქართველო” მერობის კანდიდატი ქუთაისში

 

დაბადების თარიღი: 1965 წლის 12 დეკემბერი, ქუთაისი

განათლება:

1982 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-20 საშუალო სკოლა

1994 წელს წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დავამთავრე თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1982-84 და 86-88 წლებში ვმუშაობდი ქუთაისის ელექტრო მექანიკურ ქარხანაში ზეინკლად

1995 წლიდან 2001 წლამდე ვიყავი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი.

1992 წლიდან 2005 წლამდე ვმუშაობდი გაზეთ „მიმომხილველის“ ჟურნალისტად. გაზეთების: „ბიზნეს კურიერი“, „რეზონანსი“ და „ხვალინდელი დღე“ რედაქტორის მოადგილედ. ჟურნალების: „რეზონანს ექსკლუზივი“ და „ევროპა“ რედაქტორად. იმავდროულად ვთანამშრომლობდი საზოგადოებრივი ტელევიზიის „პირველი არხი“ და „პირველი რადიო“-ს სხვადასხვა რედაქციებთან.

2005-2012 წლებში ვიყავი სხვადასხვა კერძო კომპანიის მენეჯმენტში;

2012-2013 წლებში ვიყავი ქუთაისის მერის მოადგილე, ხოლო 2013 წელს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე.

2014-17 წლებში ვიყავი ქუთაისის საკრებულოს წევრი.

2017 წლიდან დღემდე ვხელმძღვანელობ ჩემს მიერ დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებითაა დაკავებული.

განსაკუთრებით ვამაყობ, რომ ბოლო ათ წელზე მეტი, ჩემს ასევე მშობლიურ 31-ე საჯარო სკოლაში (სადაც მეხუთე კლასამდე ვსწავლობდი),  ვასწავლი „ეკონომიკა და სახელმწიფოს“ და „ბიზნესის საფუძვლებს“.

https://www.facebook.com/500695566726204/videos/3464005140383350

 

 

            ქუთაისს ბევრი პრობლემა აქვს, თუმცა მათ შორის უმთავრესი უუფლებობაა. ჩვენ, ქუთაისელებს არავინ გვეკითხება, ვინ უნდა იყოს ქალაქის პოლიციის უფროსი, ქალაქის ფინანსებზე პასუხისმგებელი, ვინ უხელმძღვანელებს და ვის მოვთხოვოთ პასუხი საგანგებო სიტუაციების თუ ხანძრის დროს. არავინ გვეკითხება ჩვენი შვილები რას ისწავლიან და ვინ ასწავლის. ჩვენ იმასაც კი არავინ გვეკითხება, სად რა გზა უნდა დაიგოს. „ყველაფერი ცენტრში წყდება“ და ჩვენ მხოლოდ „ამინდის პროგნოზში“ და „კრიმინალურ ქრონიკებში“ ვახსენდებით, ეს სიტუაცია უნდა დამთავრდეს, ქუთაისელებმა ჩვენი ქალაქის მართვა ჩვენს ხელში უნდა ავიღოთ, ამისთვის:

ქალაქელებმა, მერთან ერთად, თავად უნდა ავირჩიოთ: მერის მოადგილე (ვინც მერს მისი არყოფნის შემთხვევაში შეცვლის) ფინანსების, ინფრასტრუქტურის, საგანგებო სამსახურის და ა.შ. ხელმძღვანელები, ქალაქის პოლიციის უფროსი (შერიფი), სასკოლო ოლქის (რესურსცენტრის) ხელმძღვანელი და ა.შ.

ყველა ქალაქს მისი ფუნქცია ასულდგმულებს, ქუთაისი არც საპორტო ქალაქია და არც სავაჭრო გზაზე მდებარეობს, ის წარმატებას ყოველთვის აღწევდა, როგორც პოლიტიკური ცენტრი. ასე იყო: აფხაზეთის, გაერთიანებული სამეფოს, დასავლეთ საქართველოს თუ იმერეთის სატახტო ქალაქობისას და რუსეთის იმპერიის გუბერნიის ცენტრობისას. როგორც კი ამ სტატუსს ვკარგავდით, ვკარგავდით განვითარების პერსპექტივასაც. ამიტომ ქუთაისს უნდა დაუბრუნდეს პარლამენტი სრულად, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად ქალაქს 2 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს და 60 მილიონ ლარზე მეტ დამატებით ფულს მოუტანს.

აეროპორტი, ქალაქის გამდიდრების უდიდესი წყარო, სრულად უნდა ამოქმედდეს. სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ ვიზეარის (WIZZ AIR) ბაზა და ასევე შემოვიყვანოთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რაინეარი (RYANAIR). ამ შემთხვევაში სავსებით რეალურია 2,5 მილიონ ვიზიტორამდე ასვლა, რაც მილიონზე მეტ ტურისტს და ქუთაისელებისთვის დამატებით სამუშაო ადგილებსა და შემოსავალს ნიშნავს.

ქუთაისს სჭირდება პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრების მოძიება, რათა ქალაქში შემოვიდეს დოვლათი და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.

ამისთვის, ჩვენი გეგმით, ქუთაისის აეროპორტს დაემატება სატვირთო ტერმინალი, რომელიც თვითმფრინავების მეშვეობით ავიაკონტეინერებით გადაზიდავს აქ წარმოებულ პროდუქციას ევროპაში.

ქალაქისთვის დღემდე პრობლემაა მეორადი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძო ფირმებთან თანამშრომლობით ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებ.

ამას გარდა: ბაღის ასაკის ყველა ბავშვზე წელიწადში 1000 ლარიან ვაუჩერს გავცემთ. რითაც მშობელს საშუალება ექნება თავად აირჩიოს ბაღი, მათ შორის კერძოც.

დავასრულებ ქუთაისის „ტორპედოს“ გარშემო შექმნილ გაუგებრობას და მას სრულად გადავცემ მის ახლანდელ კერძო ინვესტორს.

ქუთაისის მერიასა და დაქვემდებარებულ სამსახურებში რამდენიმე ათასი ადამიანი მუშაობს. სამწუხაროდ, ნიჭისა და განათლების ნაცვლად, იქ ფასობს ნაცნობობა და პარტიული კუთვნილება, რაც საბოლოოდ განაპირობებს  არაპროფესიონალიზმს და კორუფციას, მე არ ვაპირებ ამას შევეგუო. გადასახადის გადამხდელების ფული ქალაქელებს უნდა ხმარდებოდეს და მათი დაქირავებული ადამიანები ნათესაობით კი არა, პიროვნული უნარ-ჩვევევებით უნდა შეირჩეს.

გაზიარება50

დაკავშირებული -პოსტები

ვინ და ვინ არიან ქუთაისის მერობის კანდიდატები

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2021
0
ვინ და ვინ არიან ქუთაისის მერობის კანდიდატები
კანდიდატები

საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. ქუთაისის მერობის კანდიდატურაზე ამ ეტაპზე 4 პირია დარეგისტრირებული. ესენი არიან: იოსებ ხახალეიშვილი - "ქართული ოცნება" ხატია დეკანოიძე - გაერთიანებული ოპოზიცია ანდრო ლოსაბერიძე - პოლიტიკური პლატფორმა...

დაწვრილებითDetails

გიორგი გოგუაძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2021
0
გიორგი გოგუაძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი
კანდიდატები

გიორგი გოგუაძე - ქუთაისის მერობის კანდიდატი - პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი დაბადების თარიღი:  07/04/1993 სამუშაო გამოცდილება: ●  2019-დღემდე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ლექტორი (საერთაშორისო ურთიერთობები ●  2020- დღემდე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი...

დაწვრილებითDetails

ხატია დეკანოიძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2021
0
ხატია დეკანოიძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი
კანდიდატები

ხატია დეკანოიძე - გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ქუთაისი დაიბადა: 1977 წლის 20 იანვრას თბილისში განათლება: 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით სამუშაო გამოცდილება: 1999 წლიდან იგი საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ქვეყნის განვითარების შეფერხება”-ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი

by თამარა ქავთარაძე
ნოემბერი 10, 2020
0
“არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ქვეყნის განვითარების  შეფერხება”-ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი
კანდიდატები

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსხლებასთან შეხვედრებს აგრძელებს ამჯერად მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულ და კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალქეებს შეხვდა. ზაზა ლომინაძის განცხადებით ახლა...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციის უკმაყოფილო ნაწილი პროტესტის სახელით დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს ქვეყანას”-ქუთაისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს

by თამარა ქავთარაძე
ნოემბერი 10, 2020
0
“ოპოზიციის უკმაყოფილო ნაწილი პროტესტის სახელით დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს ქვეყანას”-ქუთაისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს
კანდიდატები

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად ამჯერად კახიანოურის მოსახლეობას შეხვდა და ბალანჩივაძის,...

დაწვრილებითDetails

სოფიო იმედაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2020
0
სოფიო იმედაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში
კანდიდატები

სოფიო იმედაძე - „მწვანეთა პარტიის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში   დაბადების თარიღი: 01. 01. 1976 მისამართი: ქუთაისი, გოგებაშვილის ქუჩა N 29 ტელ: (0431) 25 03 15; 599-51 00 71. ელ:...

დაწვრილებითDetails

დიმიტრი ხმალაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2020
0
დიმიტრი ხმალაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში
კანდიდატები

დიმიტრი ხმალაძე - "პ.მ. თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა"-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში დაიბადა: 29.11.1989 წ. ქალაქ მოსკოვში. 1990 წლიდან 1998 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში სადაც სწავლობდა ქალაქ ახალციხის N2 საჯარო სკოლაში....

დაწვრილებითDetails

თორნიკე მარჯანიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2020
0
კანდიდატები

თორნიკე მარჯანიშვილი - "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაიბადა 1960 წლის 11 ივლისს, ძირძველი ქუთაისელების რამაზ და ევგენია მარჯანიშვილების ოჯახში. ქუთაისის 23 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მიიღო...

დაწვრილებითDetails

ნათელა ჯიმშელეიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2020
0
კანდიდატები

ნათელა ჯიმშელეიშვილი - პოლიტიკური გაერთიანების ” ქართული ფესვები” მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში   დაბადების თარიღი: 1980 წლის 23 სექტემბერი, ტყიბული   განათლება:  1987-1996 წწ.   ქ. ქუთაისის 25 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა 1997-1999 წწ. ...

დაწვრილებითDetails

იოსებ კენჭაძე – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2020
0
კანდიდატები

იოსებ კენჭაძე - ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი დაბადების თარიღი: 1990 წლის 13 აპრილ დღეს მე გადავწყვიტე, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი სამართლებრივი, სოციალური თუ პიროვნული გამოცდილება ხალხის სამსახურს დავუკავშირო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"