დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანამ შესაძლოა კომენდანტის საათის ცვლილებაზე იზრუნოს , მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდება.
კომენდანტის საათის მოხსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული და შესაძლო ვარაუდით აღნიშნულ ცვლილებას მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში უნდა ველოდოთ.
“კომენდანტის საათი არაა ქართული გამოგონება – ითვლება ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ მასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციაა საჭირო. შემსუბუქებაზე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი-აპრილი, მაისში შევალთ კარგი იმედით. მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ კომენდანტის საათის ცვლილებებზე”,-თქვა გამყრელიძემ.
ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. საქართველოს მთავრობს გადაწყვეტილებით, 28 მარტს, ესპანეთი-საქართველოს მატჩის დღეს კომენდანტის საათი ერთჯერადად მოიხსნება.