50 წლის შემდეგ ისევ მთვარეზე. ამერიკულმა რაკეტამ Vulcan Centaur მთვარისკენ სტარტი წარმატებულად აიღო.
პერეგრინ ერთი იქნება პირველი რობოტიზებული ხომალდი, რომელიც 1972 წლის აპოლო-სმისიის შემდეგ ისევ მთვარის ზედაპირზე აღმოჩნდება. კომპანია ასტრ-რობოტიკის მიერ კონსტრუირებული ხომალდი მთვარეზე 7 ქვეყნისთვის განკუთვნილ 21 ტვირთს ჩაიტანს. მათ შორის, ადამიანის ნეშტის ფრაგმენტებს, ბიტკოინებს და სპეციალურ კაფსულას, რომელიც მთელი მსოფლიოდან 185 ათასზე მეტი ბავშვის წერილებს შეიცავს. დაგეგმილია რამდენიმე სამეცნიერო კვლევაც.