LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ამერიკელი ამირან გამყრელიძე – ექიმი ფაუჩი, ყველაზე სანდო ადამიანი

დაპოსტა 2020/04/30-ში
396
ნახვა
გაზიარება
აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ექიმ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის ხმა აშშ-ში დღეს ყვე­ლა­ზე სან­დო ხმად მი­იჩ­ნე­ვა. მის რჩე­ვებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს. კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის დროს, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნებს ფაქ­ტე­ბი­სა და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მი­ჯვნა­ში ეხ­მა­რე­ბა.

თუ ექი­მი ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი იტყვის, ეს ნიშ­ნავს, რომ სან­დოა, ნიშ­ნავს, რომ მას უნდა და­უ­ჯე­რო, მისი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნო.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვირუ­სე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი შიში და დაბ­ნე­უ­ლო­ბა ფა­უ­ჩის­თვის ახა­ლი არ არის – 30 წელ­ზე მე­ტია იბ­რძვის HIV ინ­ფექ­ცი­ის, სარ­სის, მერ­სის, ებო­ლა­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ფა­უ­ჩი აშშ-ში და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე უწყე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რა­საც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში – და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს. თუმ­ცა, მისი პერ­სო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან მებ­რძოლ კი­დევ ერთ მე­დი­კოსს – თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე­საც მო­გა­გო­ნებთ.

ფა­უ­ჩი მო­ქა­ლა­ქე­ებს ესა­უბ­რე­ბა მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი ენით, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სა­მე­დი­ცი­ნო ლექ­სი­კით აც­ნობს.

აშშ-ის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მთა­ვა­რი ექ­სპერ­ტი და ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ექი­მი 79 წლი­საა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, ამ რთულ პე­რი­ოდ­ში დღე და ღამე მუ­შა­ობს და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი სძი­ნავს.

სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ებს, ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებს, აქვს ჩარ­თვე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბას COVID-19-ზე და­უ­ღა­ლა­ვად აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამას­თან ერ­თად, ახერ­ხებს იცხოვ­როს ჯან­სა­ღად, ყო­ველ­თვის ვარ­ჯი­შობს და დროს გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი სირ­ბი­ლის­თვი­საც პო­უ­ლობს.

ფა­უ­ჩი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე პრე­ზი­დენ­ტი ბრი­ფინ­გებს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით იშ­ვი­ა­თად მარ­თავს. ასე იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ექი­მი ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს და რო­გორც “ალ ჯა­ზი­რა“ წერს, ამას ბოლო კვლე­ვე­ბიც ადას­ტუ­რებს.

ფა­უ­ჩი ბრუკ­ლინ­ში, ნიუ-იორკში შო­ბის ღა­მეს, 1940 წელს, იტა­ლი­ურ-ამე­რი­კულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და.

ის აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 1984 წლი­დან მუ­შა­ობს. ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი ახლა ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ჯგუფ­ში მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნია.

ფა­უ­ჩი მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია რო­გორც ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ექ­სპერ­ტი. რო­ნალდ რე­ი­გა­ნის შემ­დეგ, ის აშშ-ის ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი იყო. დიდი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი HIV ინ­ფექ­ცი­ის კვლე­ვა­ში.

  • ექიმ ფა­უ­ჩის ად­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა

ფა­უ­ჩის მა­მას კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ფარ­მა­ცევ­ტი იყო. პა­ტა­რა ენ­ტო­ნი მუდ­მი­ვად რე­ცეპ­ტებ­სა და წამ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას ეც­ნო­ბო­და. ფა­უ­ჩის ბე­ბია და ბა­ბუა – ან­ტო­ნი­ნო ფა­უ­ჩი და კა­ლო­გე­რა გუ­არ­დი­ნო იტა­ლი­ი­დან, სი­ცი­ლი­ის რე­გი­ო­ნი­დან იყ­ვნენ. მისი წი­ნაპ­რე­ბი მე-19 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს იტა­ლი­ი­დან ამე­რი­კა­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი კა­თო­ლი­კეა.

მან მა­ნ­ჰე­ტენ­ზე „რე­ჯის ჰაი სქუ­ლი“ და­ამ­თავ­რა და სკო­ლა­ში კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დის კა­პი­ტა­ნიც კი იყო. სკო­ლის შემ­დეგ სწავ­ლა Holly Cross-ის კო­ლე­ჯში გა­აგ­რძე­ლა, რო­მე­ლიც 1962 წელს და­ამ­თავ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბის ბა­კა­ლავ­რის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. ამის შემ­დეგ ფა­უ­ჩი ამე­რი­კის კვლე­ვი­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტის, კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯში იწყებს სწავ­ლას, სა­დაც 1966 წელს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. გა­ი­ა­რა სტა­ჟი­რე­ბა, მუ­შა­ობ­და კორ­ნე­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში.

1968 წელს ფა­უ­ჩი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუტს შე­უ­ერ­თდა და 1974 წელს კლი­ნი­კუ­რი ფი­ზი­ო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და, 1980 წელს იმუ­ნო­რე­გუ­ლა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, ხოლო 1984 წლი­დან ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

ექიმ ფა­უჩს ამე­რი­კი­სა და მსოფ­ლი­ოს 30 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის წო­დე­ბა აქვს.

  • ექი­მის ოჯა­ხი

ფა­უ­ჩი ბი­ო­ე­თი­კოს­სა და მედ­და­ზე, კრის­ტინ გრე­დი­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მათ ერ­თმა­ნე­თი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის დროს გა­იც­ნეს. კრის­ტი­ნი ჯან­დაც­ვის კლი­ნი­კუ­რი ცენ­ტრის ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუ­ტში ბი­ო­ე­თი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია. წყვილს სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს – ჯე­ნი­ფე­რი, მე­გა­ნი და ელი­სო­ნი.

ფა­უ­ჩი ცოლ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად – ფოტო წლე­ბის წინ არის გა­და­ღე­ბუ­ლი
  • ურ­თი­ერ­თო­ბა პრე­ზი­დენტ ტრამ­პთან

ფა­უ­ჩი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია იდ­გეს ტრამ­პის გვერ­დით და პრე­ზი­დენ­ტის იდე­ებს სა­ჯა­როდ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოს. მა­გა­ლი­თად, მას ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სთხო­ვეს, რომ ტრამ­პის იმ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ე­კე­თე­ბი­ნა კო­მენ­ტა­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პრე­ზი­დენ­ტი მა­ლა­რი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მალს კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევ­და.

“არის თუ არა წა­მა­ლი იმე­დის­მომ­ცე­მი?“ – ჰკი­თხეს აშშ-ის მთა­ვარ ექიმს.

ფა­უჩ­მა, რო­მე­ლიც ამ დროს ტრამ­პის გვერ­დით იდგა, თქვა: “პა­სუ­ხი არის, არა… მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც თქვენ სა­უბ­რობთ, ანეკ­დო­ტუ­რია. მე ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი 6 პრე­ზი­დენტს და არა­სო­დეს გა­მი­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა და არ გა­მი­ცია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე”.

ის ყო­ველ­თვის ღიად ამ­ბობს იმას, რაც არ მოს­წონს. მა­გა­ლი­თად, CNN-ის ეთერ­ში 12 აპ­რილს თქვა: “ადრე რომ დაგ­ვე­წყო სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გა­მო­ე­ცა ბრძა­ნე­ბა სახ­ლში დარ­ჩე­ნის შე­სა­ხებ, შე­საძ­ლოა, მეტი სი­ცო­ცხლე გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა“.

ამის პა­სუ­ხად კი ტრამპმა ტვი­ტერ­ზე და­წე­რა: “უკაც­რა­ვად ყალბ ამ­ბებ­თან, მე ჩი­ნეთ­ში მი­მოს­ვლა დიდი ხნის წინ ავ­კრძა­ლე, ყვე­ლა­ფე­რი ფირ­ზეა”.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას შემ­დეგ, რაც ტრაპ­სა და ფა­უ­ჩის შო­რის უთან­ხმო­ე­ბა­ზე და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი, პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი წა­შა­ლა. თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ჰო­გან გიდ­ლიმ კი გა­ნა­ცხა­და, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბა.

“ექი­მი ფა­უ­ჩი პრე­ზი­დენტ ტრამ­პის სან­დო მრჩე­ვე­ლია“, – ამ­ბობ­და გიდ­ლი. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ფა­უ­ჩი­მაც. მან თქვა, რომ ზო­გი­ერთ სა­კი­თხზე ისი­ნი ვერ თან­ხმდე­ბი­ან, მაგ­რამ ეს არა­ფერს ნიშ­ნავს.

“პრე­ზი­დენ­ტი ის­მენს იმას, რა­საც მე და სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ვე­უბ­ნე­ბით. რო­დე­საც მე ვაძ­ლევ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ის იღებს მათ. იდეა, რომ ჩვენ ერ­თმა­ნე­თის მო­წი­ნა­აღ­მდგე­ე­ბი ვართ, არა­ვის წა­ად­გე­ბა. ჩვენ უფრო დიდი პრობ­ლე­მა გვაქვს, ვიდ­რე უთან­ხმო­ე­ბაა“, – ამ­ბობს ფა­უ­ჩი.

ვინ არის ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სი – უცნობი დეტალები ჯანმოს ხელმძღვანელის შესახებ

ambebi.ge

გაზიარება197

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
1.6k
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და...

დაწვრილებითDetails

“აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას” – ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

იანვარი 26, 2026
671
მთავარი

მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია. აზერბაიჯანიდან შემოტანილ ზეითუნის ზეთში დარღვევები გამოვლინდა  დადგინდა 3-MCPD-ის...

დაწვრილებითDetails

27 იანვარს საქართველოში ნინოობა აღინიშნება

იანვარი 26, 2026
34
მთავარი

27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

იანვარი 26, 2026
469
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი შექმნა. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია სუს-ის თანამშრომლის ვინაობა, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

იანვარი 26, 2026
279
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია 52 წლის სიმონ წაქაძე, რომელიც უწყებაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

იანვარი 26, 2026
93
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

იანვარი 26, 2026
312
მთავარი

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ზვავის მასა ჩამოწვა. აღნიშნულის გამო, ამ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

იანვარი 26, 2026
328
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური მათი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს: კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails

Picot-ის ბავშვთა კვების შესახებ სურსათის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
25
მთავარი

Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის „Picot“ კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო...

დაწვრილებითDetails

“დასრულდა კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე”

იანვარი 26, 2026
5.5k
მთავარი

ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი სამშობლოში გარდაიცვალა. შორენა ტურაბელიძე წლების მანძილზე ემიგრაციაში იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში ქალი სიმსივნეს ებრძოდა.  1 თვის წინ ის ქუთაისში დააბრუნეს, სადაც 19 იანვარს გარდაიცვალა. "დასრულდა კიდევ ერთი ემიგრანტის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».