ახალი კვლევების მიხედვით ნიღაბი კორონავირუსის შემაკავებელ ერთ ერთ ფაქტორად რჩება. ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა 3 აპრილის ბრიფინგზე მოუწოდა ამერიკელებს დაიცვან სახე და საამისოდ სამედიცინო ნიღაბის ნაცვლად შარფი გამოიყენონ:
,,დღეს CDC-იმ ახალი რეკომენდაციები გამოსცა, რომელიც ახალ კვლევებზე დაყრდნობით გულისხმობს არასამედიცინო სახის ნიღბების გამოყენებას. ამ კვლევების თანახმად, თქვენ შესაძლოა არ გქონდეთ სიმპტომები მაგრამ, მაინც ავრცელებდეთ ვირუსს, ამიტომ რეკომენდაციაა გამოიყენოთ არასამედიცინო ნიღაბი.
ეს ნიღბები შესაძლოა თავად დაამზდოთ ან გამოიწეროთ და გამოყენების შემდეგ გარეცხოთ. ხაზს ვუსვამ, რომ CDC არ გირჩევთ სამედიცინო ნიღბების გამოყენებას, ვინაიდან ისინი უნდა დავზოგოთ სამედიცინო პროფესიონალებისთვის. ნიღბის გამოყენება არ ანაცვლებს არამედ, მხოლოდ ემატება აქამდე არსებულ რეკომენდაციებს, რომელიც გულისხმობს სახლში დარჩენას, სოციალურ დისტანცირებას და ხელების დაბანას.
გარდა ამისა, ვცდილობთ, რომ მოვხსნათ ბარიერები მოსახლეობის მხრიდან ამ ვირუსის გამო სამედიცინო მკურნალობის მიღებისას. ყველაზე დიდმა სადაზღვევო კომპანიამ Blue Cross Blue Shield გამოაცხადა, რომ 60 დღის განმავლობაში არ მოითხოვს თანა გადახდას ვირუსის მკურნალობაზე. ანალოგიური განცხადება გააკეთეს სადაზღვევო კომპანიებმა” -განაცხადა ტრამპმა.
გამოყენებულია ანნა არგანაშვილის მიერ მომზადებული მასალა.