ტრამპმა ბოლო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (*ჯანმო) უამრავ შეცდომას უშვებდა და აშშ-ს მაგალითი დაასახელა დაღნიშნა, რომ აშშ-ის თქმით, ჯანმოს პოზიციები ჩინეთზეა ორიენტირებული.
“მათ ჩემი გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, ჩინეთთან მოგზაურობის შეწყვეტის თაობაზე. ისინი ბევრ რამეში ცდებიან”, ”ჩვენ ამას გავითვალისწინებთ, ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ ამას,” – დაამატა ტრამპმა.
წინა პრესკონფერენციაზე კი ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა მასიური ტესტირებით ახსნა:
,,რატომ გვაქვს ამდენი შემთხვევა? იმიტომ რომ ვაკეთებთ ყველაზე მეტ ტესტს, 1.7 მილიონი ტესტი გვაქვს ჩატარებული, ყოველდღიურად ემატება 120 000 ადამიანის ტესტირება.”-განაცხადა ტრამპმა 6 აპრილს.