“დასაწყისი” – ასე ჰქვია ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმს, რომელმაც სან-სებასტიანის კინოფესტივალზე 4 ჯილდო მოიპოვა.
კინოსურათი ფესტივალზე 4 ნომინაციაში დაჯილდოვდა: საუკეთესო ფილმი – “დასაწყისი”, საუკეთესო რეჟისორი – დეა კულუმბეგაშვილი, საუკეთესო მსახიობი ქალი – ია სუხიტაშვილი, საუკეთესო სცენარი – დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი.
ასეთი წარმატების შემდეგ, ფილმის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესია.
რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა “იმედის დღის“ ეთერში თავადაც ისაუბრა ფილმის სცენარზე. მისი თქმით, ეს ფილმი არ არის “იეღოვას მოწმეების” შესახებ, ეს ფილმი არის ქალზე, რომელიც რელიგიური კონფლიქტის მქონე გარემოში ცხოვრობს.
“ფილმი არ არის იეჰოვას მოწმე თემის შესახებ, ის არის ქალის შესახებ, რომელიც მის გარშემო, სამყაროში მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს, მას აქვს შინაგანი პრობლემები, რომლის გარკვევასაც ცდილობს და თან საკუთარ თავს უსვამს შეკითხვას, რას ნიშნავს იყო ბედნიერი”, – ამბობს რეჟისორი.