ცხოველთა უფლებების დამცველები ქუთაისში ძაღლის ჩამოხრჩობიი ფაქტის გამოწვევ მიზეზებს საზოგადოებისა და სამართალდამცველების გულგრილ დამოკიდებუელბაში ხედავენ. „უნდა გამკაცრდეს კანონი“- აცხადებს “მეგა ტვ”-თან საუბრისას საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყებიანი.
“ყველას ჰყავს ნათესავები, მეზობლები, რომლებიც იყოლიებენ ცხოველს და შემდეგ როცა მოწყინდებათ თავიდან იშორებენ და ამაზე ადეკვატური რეაცია არ აქვს თვითონ ხალხს. მოქალაქე უნდა იყოს უფრო მეტად მყისიერი და უფრო მეტი შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს. ძირითადად გულგრილობას აქვს ადგილი ხალხის მხრიდან. სამართალდაცავების მხრიდან კი არაადეკვატურად ხდება რიაგირება და ასევე პროკურატურის მხრიდან პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება და ძირითადად ჯარიმით შემოიფარგლებიან” – ამბობს თემურ ლაჭყებიანი.
გამოძიება შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სსკ-ის 259-ე მუხლით მიმდინარეობს. მუხლია ასე იშიფრება – ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება. იგი ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ისჯება.
შეგახსენებთ, ძაღლის ჩამოხრჩობის ამსახველი ვიდეო ფესიბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. შემთხვევა 4 აგვისტოს, ჭომაში მოხდა. ცხოველი ხეზე ბაწრით იყო ჩამოკიდებული. პოსტს როგორც აღვნიშნე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
დამნაშავის ვინაობის გარკვევის მიზნით ფეისბუკ მომხმარებლებმა ჯილდოც კი დააწესეს . თანხის რაოდენობამ 1000$ რამდეც კი ააღწია.