ვაზისუბანში, სადაც გუშინ შვილმა მძინარე დედ-მამა მოკლა, საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ზაზა და მაია ბეროზაშვილებს შვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.
ბრალდებული დაკავებულია. დანაშაულის იარაღი, ბინიდან წაღებული თანხა და ოქროს სამკაულები, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
მეზობლები როგორც გარდაცვლილებს, ისე დაკავებულს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მათთვის მკვლელობის მოტივზე საუბარი რთულია. ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, დაკავებული საგამოძიებო უწყების თანამშრომელი იყო.
“რაღაც ხანძარი მოხდაო, მე ამას ვერც წარმოვიდგენდი, ზაზას ოჯახში თუ ასეთი რამ მოხდებოდა. როგორც ვიცი [დაკავებული] ამ ბოლო დროს საგამოძიებოში მუშაობდა“, – ამბობს მეზობელი.პირ
ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.