,,ამასობაში რამშტაინის ბაზაზე მინისტერიალი დასრულებულია!
ლოიდ ოსტინმა დღევანდელ დღეს უწოდა ისტორიული და გადამწყვეტი! რაც ითქვა არის ის, რომ შეხვედრაში მომაწილე სახელმწიფოები შექმნიან კოალიციას უკრაინის გასაძლიერებელად და რუსეთის დასამარცხებლად!
ყველაზე საინტერესო ამბავი არის ის, რომ კოალიციაში ნატოს არაწევრი ქვეყნებიც შევლენ, როგორებიც არიან იაპონია და ისრაელი! დიახ, არ მოგეჩვენათ, ისრაელი! ანუ ნელ-ნელა ისრაელი იწყებს სწორი პოზიციის დაკავებას ამ ისტორიულ მომენტში!
თეირანის კონფერენცია ხომ გახსოვთ 1943 წელს? სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი ესწრებოდნენ რამდენიმე ქვეყნის დიპლომატებთან ერთად! სწორედ იმ კონფერენციაზე გადაწყდა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მოქმედების ტაქტიკა!
მართალია თეირანის კონფერენციაზე ბევრად უფრო გლობალური თემების განხილვა და გადაწყვეტა მოხდა, როგორიც თუნდაც მეორე ფრონტის გახსნა ან თურქეთის ჩათრევა იყო ჰოტლერის წინააღმდეგ კოალიციაში, მაგრამ მე მაინც რატომღაც ეს შეხვედრა გამახსენდა.
თეირანის კონფერენციიდან 1 წელიწადში დამთავრდა მსოფლიო ომი და როგორც ამბობენ მაშინ დასახულმა სტრატეგიებმა დაამარცხა ფაშიზმი. შეიძლება ეს შედარება ცოტა არარელევანტურია, რადგან იქ ბევრი გეოპოლიტიკური საკითხიც გადაწყდა, მაგრამ მაინც!
ფაქტი ნამდვილად ის არის, რომ დღევანდელი დღე ისტორიული იყო და სამწუხაროდ და საუბედუროდ საქართველო ამ ისტორიას მიღმა დარჩა ?”-წერს ნიკო მიქაია.