“ალტ-ინფოს” და “კონსერვატიული მოძრაობის” ანგარიშები შესაძლოა, დაყადაღდეს. პრორუსულ პარტიაში შავი ფულია ნაპოვნი. აუდიტის სამსახურმა მორგოშიას ორგანიზაციები 220 ათასი ლარით დააჯარიმა. პარტიაში შავი ფულის წარმომავლობა ვერ ახსნეს. გარდა ამისა, მათ 2021 წლის დეკემბერში აუდიტის სამსახურში არაზუსტი დეკლარაცია შეიტანეს.
თუ რადიკალების პარტია “ალტ-ინფო” ამ თანხას არ გადაიხდის, სასამართლოს ანგარიშების გაყინვა შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინისტურ ჯგუფებს საქართველოში მუშაობა შეეზღუდებათ.
კრემლის პროპაგანდსიტების პარტიაში ირწმუნებიან, რომ მათი შემოსავლები ლეგალურია და ისინი ფულს შემომწირველებისგან იღებენ.
„პარასკევს გამოგვიტანეს ეს ჯარიმა. დაახლოებით 220 000 ლარია და გამოგვიტანეს თითქოს არასწორი ხარჯვა თუ რაღაც ეგეთი… ყველაფერი ჩანდა, ერთადერთი მანდ თემა ჰქონდათ რემონტთან დაკავშძირებით, რომელიც ზოგმა მეიჯარემ გაარემონტა თავისი. შარი მოგვდეს, რა , მოკლედ რომ გითხრათ. ჩენ შემომწირველები გვყავს და არ გაგვიჭირდება ფუნქციონირება. არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პროპბლემა, თუმცა გავასაჩივრებთ მაინც, მაგრამ ბოლო-ბოლო თუ მაინც მიიღებენ ამის გადახდის საბოლოო ვერდიქტს, ჩვენ დავემორჩლებით კანონს,“ – ამბობს კოკა მორგოშია. რადიკალების პარტიაშ შავი ფულის არსებობის შესახებ ტვ პირველი დიდი ხნის განმავლობაშ საუბრობდა, ახლა კი ეს ეჭვი აუდიტის სამსახურმაც დაადასტურა.