ალექსი გეჯაძე – პარტიის „საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში
საარჩევნო ხედვა
ჩვენი დევიზია ,,განათლებული საზოგადოება, ძლიერი საშუალო ფენა”, ეს მხოლოდ საარჩევნოდ შექმნილი არ გეგონოთ. ჩვენს ორგანიზაციაში, ,,იდეების განხორციელების ფონდის” გახლავართ თანადამაარსებელი, – სადაც უკვე შექმნილი და დაფინანსებული პროექტი გაგვაჩნია, დაზღვეული ევროკავშირის მიერ. ამ კორონა ვირუსის შეზღუდვების გამო ჩვენი სპონსორის ჯგუფის შემოსვლა საქართველოში შეუძლებელი გახდა, თორემ აქამდე უკვე დაწყებული გვექნებოდა ჩვენი ერთ ერთი დიდი პროექტის განხორციელება, რაც წვრილსა და საშუალო ბიზნესს გაუწევს დახმარებას , ამით ჩვენი ფონდი 4 000 ოჯახს, ტურიზმისა და აგროტურიზმის განხორციელებაში დაეხმარება. ასევე ჩვენ განვახორციელებთ მეორე ეტაპის პროექტებს, პატარა და საშუალო საწარმოების და სხვა სასოფლო სამეურნეო დახმარებების მიმართულებებით.
ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწავლას და ცოდნის დონის ამაღლებას. ამისათვის ვაგზავნით ევროპაში: სკოლის საზაფხულო პროგრამებში, და უფრო ზევით: ბაკალავრის ან მაგისტრისა და თუნდაც დოქტორანტურისათვის წარჩინებულ სტუდენტებს. ასევე ჩვენ უკვე მიმოწერა და მხარდაჭერა გვაქვს პროდუქციის გატანისათვის გერმანიაში, და ამ საკითხზე კიდევ ვმუშაობთ 2-3 ქვეყანასთან.
დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ გავხდები თუ არა მაჟორიტარ დეპუტატი ქუთაისის საარჩევლო ოლქიდან, ჩვენ მაინც უნდა განვახორციელოთ ეს პროექტები.