LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ სისხლიანი დაპირისპირებისას, ქურდების ჩარევით, კახა კალაძემ სძლია ოპონენტებს” – ლევან სანიკიძე

“ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას” -ლევან სანიკიძე

დაპოსტა 2025/07/29-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა პასუხი უნდა გასცენ, რატომ დაწერეს მე-2 და მე-3 ადგილზე ის პარტიები, რომლებიც მათი ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობენ. ვინმეს სჯერა, რომ „გორბის“ კვლევა ნეიტრალურია? – ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ სისტემური ოპოზიცია ჰყავდეს და ზოგი ნებსით თუ უნებლიედ ამას აკეთებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ კვლევის მიზანი იყო, დაეკნინებინათ იმ პარტიების როლი, რომლებიც 4 ოქტომბრის არჩევნებში არ მონაწილეობენ და ამომრჩევლები დაერწმუნებინათ, რომ „ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობა მიიღონ“.

„როგორც 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება, ისე „გორბის“ კვლევა, კვლევა არ არის. „ქართულ ოცნებას“ უნდა ვკითხოთ თუ რატომ გადაწყვიტა ოპოზიციური პარტიების ასე გადანაწილება. ამ კვლევას სოციოლოგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ნებისმიერი ნეიტრალური კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა 70% არ არის მომხრე 4 ოქტომბერს რუსულ სპეცოპერაციაში შესვლის. ეს რიცხვები და ციფრები, რომელსაც „ქართული ოცნება“ და მისი პროპაგანდისტული მედია გვაჩვენებს, მანიპულაცია და მცდელობაა, რომ რაღაცნაირად ამომრჩევლები დაარწმუნონ, რომ ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობა მიიღონ.

ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა პასუხი უნდა გასცენ თუ რატომ დაწერეს მე-2 და მე-3 ადგილზე ის პარტიები, რომლებიც მათი ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობენ. ვინმეს სჯერა, რომ „გორბის“ კვლევა ნეიტრალურია? „გორბის“ კვლევა საერთოდ ჩატარებულია? ამის ვის სჯერა? შესაბამისად, ამ თაბახის ფურცლის გარჩევაში მთავარი ამბავია, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ სისტემური ოპოზიცია ჰყავდეს და ზოგი ნებსით თუ უნებლიედ ამას აკეთებს.

ღმერთმა უწყის თუ რა იყო „გორბის“ მიზანი. მისი მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ „ქართულ ოცნებას“ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და რაღაცნაირად იმ პარტიების როლი დაეკნინებინა, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმთან არ თანამშრომლობენ. ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზრდა აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ როცა შემდეგი მიუკერძოებელი ორგანიზაციის მიერ კვლევა ჩატარდება, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა ექნება“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ასევე, ლევან სანიკიძე მედიაში გავრცელებული ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის პოზიციის ცვლილებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ობიექტური გარემოება არ აქვს.

„ლელო“ და გახარია ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ შევიდოდნენ, ხშირად ჩვენზე უფრო მძიმე რიტორიკა ჰქონდათ „ლელოს“ წარმომადგენლებს, ამბობდნენ, რომ ეს ბრძოლის ღალატი იქნებოდა, ასევე ამბობდნენ, რომ ვინც პარლამენტში დარჩა პუტინის თამაშს თამაშობს, თუმცა ყველაფერი გადათქვეს. ამბობდნენ, რომ ლეღვის ფოთოლი იქნებოდა, ვინ ამ პირობით შევა [არჩევნებში]. რას ამბობდნენ და რას არ ამბობდნენ, ნეიტრალურ კანდიდატს დააყენებენ თუ პარტიულს, მეასე ხარისხოვანია. რაც შეეხება ალეკოს, მე არ მგონია, რომ ქვეყანაში ვინმე დადიოდეს, არა თუ ალეკო ელისაშვილი, რომელიც იმ საზოგადოებრივ განწყობას შეცვლის, რომელიც პროდასავლურ ამომრჩევლებში არსებობს. როცა 70%-ზე მეტი ამბობს, რომ აპრიორი ეს არჩევნებში რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება, ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამ განწყობას.

ამ ყველაფერს მე როგორც დოღს – მეორე ადგილისთვის, ისე ვუყურებ. თუ ვინ გავა მეორე ადგილას და ვის ექნება მთავარი ოპოზიციური პარტიის მანტია, როგორც „გორბმა“ დაწერა ეს რიცხვები, ისე დაწერენ საარჩევნოდაც. როგორ წარმოგიდგენიათ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პარტიები ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობენ, ჩვენი მხარდაჭერა ექნებათ?

მე არ მგონია, რომ ალეკო ელისაშვილის პოზიციის ცვლილების რაიმე ობიექტური გარემოება არსებობდეს. უარესი ცესკო, უფრო მეტი პოლიტპატიმარი, საზოგადოებრივი განწყობა უფრო ანტისაარჩევნოა, ამიტომ რა არის მათი მოტივაცია, ალეკო ელისაშვილს ჰკითხეთ, რადგან უფრო და უფრო იშვიათად ისმის მათ რიტორიკაში სიტყვა – “გამარჯვება”. პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ივანიშვილს დამარცხებითა და გამოგლეჯით დაიწყო, ახლა სიტყვა – გამარჯვებას ვერ იყენებს.

ჩვენ მსჯელობას ვიწყებთ ასე – 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, როგორც ვერ გააკონტროლებენ იმას თუ რას დაწერს „გორბი“, ისე ვერ გააკონტროლებ, რას დაწერს ცესკო და რა რიცხვი მოუნდება ბიძინა ივანიშვილს, რომ შენი პარტიული ნომრის გვერდით გამოსახოს. 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, სიტუაციის ნორმალიზაციაა და ამას საპროტესტო ტალღის გაძლიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პირიქით, ვინც ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას აღიარებს, რომ პროტესტის არ სჯერა.

შესაბამისად, ჩვენი პოზიცია იყო, არის და იქნება – რასაც პრაგმატული აზროვნება და ქართველი ხალხის ინტერესი გვკარნახობს, ზუსტად იმ ნაბიჯს გადავდგამთ“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით,...

დაწვრილებითDetails

მოსალოდნელია 38-40 გრადუსი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, ტემპერატურა ზოგან 38-40 გრადუსამდე იქნება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ...

დაწვრილებითDetails

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს – იუსტიციის სამინისტრო

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს – იუსტიციის სამინისტრო
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება...

დაწვრილებითDetails

“გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს”- ტრამპი

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას აანონსებს
მთავარი

გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს. „არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. შეუძლიათ თავიანთი მკვდარი ეკონომიკები ერთად...

დაწვრილებითDetails

“პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად” – შალვა პაპუაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად - უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან,- ამის...

დაწვრილებითDetails

” 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ” – პაატა ბურჭულაძე

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
“გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში, ვინც სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა”- პაატა ბურჭულაძე
მთავარი

მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული კრება დაიგეგმა. როგორც მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, „4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ, რადგან...

დაწვრილებითDetails

6 თვეში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
“„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის”-„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
მთავარი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 87%-ია. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა - შენახვისა...

დაწვრილებითDetails

კამჩატკის სანაპიროსთან , ერთ საათში 11 ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

სეისმოლოგებმა კამჩატკის სანაპიროსთან ერთი საათის განმავლობაში 11 მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრის სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა. ეს რყევები გუშინ მომხდარი დიდი სიმძლავრის მიწისძვრას მოჰყვა. გაერთიანებული გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალის...

დაწვრილებითDetails

სათავსოში ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
სათავსოში ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ
მთავარი

უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ბოდ­ბე­ში მომ­ხდა­რი ფე­მი­ცი­დის საქ­მის გან­ხილ­ვა და­ას­რუ­ლა და ძა­ლა­ში და­ტო­ვა ქვემ­დგო­მი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც ცო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ კაცს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ჩი­ნე­ბა სა­ბო­ლო­ოა და გა­სა­ჩივ­რე­ბას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"