პოლიტიკური პარტიის “გირჩი” ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი თავის ფეისბუკ გვერდზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“როგორ ხარობენ ახლა რუსი ოკუპანტები,ალბათ ვაჟა ექიმს დასცინიან საკანში,შენთვის არავის ცხელა, ერთმანეთის წყვიტავენ ქართველებიო” – წერს თემურ ცამციშვილი.
ამ წუთებში თბილისში პარლამენტის მიმდიბარე ტერიტორიაზე აქციის დაშლა მიმდინარეობს. აქციაზე დაშავდა რამდენიმე ადამიანი და ასევე დაკავებულია რამდენიმე პირი. სპეცრაზმის წევრებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენებს.
ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ე.წ. ,,საზღვრის” დარღვევის ფაქტს ექიმი ,,არ აღიარებს” რის გამოც ის პატიმრობაში რჩება.