ბერლინში ერთ-ერთ კაფეში, მომხმარებელი იძლებულია, რომ სოციალური დისტანციის რეგულირებისთვის „აკვაჯოხები“ ატაროს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კორონავირუსზე დაწესებული შეზღუდვების შერბილებასთან ერთად, გასულ შაბათს კაფეების მეპატრონეებს მუშაობის განახლების უფლება მიეცათ.
კაფეში მთავარი დევიზი სოციალური დისტანციის დაცვაა.
იმის მაგივრად, რომ კაფეს მეპატრონეს რაიმე მარტივი ხერხი მოეძებნა, მან ხალხის წასახალისებლად ყველაზე უჩვეულო ხერხს მიმართა. კაფეში შესული ვიზიტორები ვალდებულნი არიან, რომ 2 ფერადი „აკვაჯოხისგან“ დამზადებული ქუდი დაიფარონ, რაც მათ სოციალური დისტანციის დაცვაში დაეხმარება.