,, ბავშვები მიუსაფარ ძაღლებს პიროტექნიკულ ასაფეთქებლებს ესროდნენ , შემდეგ კი აკანკალებულ და შეშინებული ძაღლების რეაქციაზე იცინოდნენ… არცერთმა ზრდასრულმა გამვლელმა შენიშვნა არ მიცა მანამ, სანამ ერთ-ერთი გამვლელი ბებო აფეთქების ხმაზე არ გახდა ცუდად.
არადა ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სახლში მშობლებმა, რომ აფეთქების ხმა ძალიან ცუდად მოქმედებს პატარა ბავშვებზე, მოხუცებზე და ცხოველებზე. ის კი არადა ზოგჯერ მოულოდნელი აფეთქების ხმის გამო, მეც კაი გვარიანად მქონდა რეაქცია.
რაც შეეხება ცხოველებს, ძაღლები ხმაურს განსაკუთრებულად უფრთხიან – ეს მათ ნერვულ სისტემაზე უარყოფითად ზემოქმედებს და შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა შფოთვა, გულის დაავადებები და იშვიათად, თუმცა არის სიკვდილიც კი – განსაკუთრებით ლეკვებსა და დიდი ასაკის ძაღლებში. ხშირია ფაქტები, როცა შეშინებული ცხოველები ხმაურს გაურბიან, უცაბედად მანქანებს უვარდებიან ბორბლებში.
სანამ სახელმწიფო მივა იმ დონემდე და გავითარებამდე, რომ გააკონტროლებს პიროტექნიკის არარაციონალურ გამოყენებას, მანამდე უბრალოდ ვასწავლოთ ერთად ჩვენს შვილებს, რომ გართობას სიცოცხლის ფასი არ უნდა ჰქონდეს…ყველას სიკეთე !!!-წერს არჩილ ჭალაღონია.